


„სამყარო ხილული და უხილავი" – ლექციების ციკლი მოსწავლეებისთვის
ღონისძიებები
2 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით (პროექტი № SPG 23-417) მოსწავლეებისთვის დაიწყება ლექციათა ციკლი „სამყარო ხილული და უხილავი".
ლექციები გაიმართება 16 დეკემბერს, 27 იანვარსა და 3 თებერვალს.
ლექციები შეეხება როგორც საკუთრივ ნაწილაკთა ფიზიკის უკანასკნელი მიღწევების მიმოხილვას, ასევე ამ მიმართულების კვლევათა მნიშვნელობას სამყაროს აგებულებისა და ყოფაქცევის შესასწავლად. ფიზიკის კანონები ზემცირე მანძილებზე არსებითი მნიშვნელობისაა სამყაროს შესასწავლად, როგორც მცირე, ასევე დიდ მასშტაბებზე. საუბარი შეეხება სამყაროს უხილავ ნაწილსაც.
2 დეკემბერს გაიმართება ორი ლექცია.
მომხსენებლები:
- პროფესორი ზურაბ თავართქილაძე
- თემა „ელემენტარული ნაწილაკები და მათი გავლენა დაკვირვებად სამყაროზე: კვლევები და პერსპექტივები“
- პროფესორი მიხეილ მაზიაშვილი
- თემა „კვანტური წარმოდგენების განვითარება“
ლექციის მოსმენის საშუალება ექნებათ რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებსაც Zoom-ის დახმარებით.
ფორმატი: ჰიბრიდული
Zoom: https://iliauni-edu-ge.zoom.us/j/84200152421
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 2 დეკემბერი, 16:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1
დასწრება თავისუფალია.
2023 წელი