საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტური არჩევნები 23 ივნისს გაიმართება

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, ნინო დობორჯგინიძის 2025 წლის 13 ივნისის №944-03 ბრძანების საფუძველზე განისაზღვრა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტური წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციისა და არჩევნების პროცედურები.

დადგენილი წესის თანახმად, წარმომადგენლობითი საბჭოს სტუდენტური წევრობის კანდიდატად დარეგისტრირდა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტი ელეონორა ქირია.

არჩევნები გაიმართება 23 ივნისს, 12:00-დან 16:00 საათამდე, ილიაუნის G208 აუდიტორიაში.

არჩევნებში მონაწილეობა შეუძლია ფაკულტეტის ყველა აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს.

ხმის მიცემის პროცესში მონაწილეობისათვის სტუდენტებმა თან უნდა იქონიონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

2025

 

ბანერები