საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე ინგლისური ენის გამოცდის შედეგები 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის

ახალი ამბები

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის გამოცხადებული მიღების ფარგლებში ინგლისური ენის გამოცდის შედეგები.

ინგლისური ენის გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა.

კანდიდატები, რომლებმაც ვერ გადალახეს აღნიშნულ ბარიერი, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის/გაგრძელების უფლებას.

დოქტორანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი ინგლისური ენის ზეპირი გამოცდის შედეგის შესახებ უნდა წარმოადგინოს 2025 წლის 29 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე უნივერსიტეტის კანცელარიის ელექტრონულ ფოსტაზე info@iliauni.edu.ge.

ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისათვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და ზეპირი გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულათა ჯამით.

ინგლისური ენის გამოცდის შედეგები აპელაციის გათვალისწინებით გამოქვეყნდება 2025 წლის 30 იანვარს უნივერსიტეტის ვებგვერდზე მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით.

2025

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები