საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

როგორ აღიქვამენ და სარგებლობენ ადამიანები ქალაქებსა თუ შემოგარენში არსებული მწვანე სივრცეებით

კორონა ვირუსის პანდემიამ ცხადყო, როგორ იზრდება მოთხოვნა ქალაქებსა თუ მათ შემოგარენში არსებულ მწვანე სივრცეებზე.

ჩვენ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი, შევისწავლით, რამდენად სარგებლობს მოსახლეობა პარკებით, ნაკრძალებით, ტყით, ტბებით, მდინარეებითა თუ სანაპიროებით და როგორ დამოკიდებულებას ავლენს მათ მიმართ.

თქვენ მიერ გამოხატულ მოსაზრებებსა და დამოკიდებულებებს იმ მწვანე სივრცეების შესახებ, რომლებიც თქვენს საცხოვრებელ ქალაქებსა თუ შემოგარენში მდებარეობს, მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოში ქალაქების დაგეგმარების შესწავლის მიმართულებით.

ამის გათვალისწინებით გთხოვთ მონაწილეობა მიიღოთ გამოკითხვაში მოცემული ბმულის https://bit.ly/36MjaCm ან QR კოდის გამოყენებით.

კითხვარის შევსება დაახლოებით 10 წუთს წაგართმევთ.

კვლევაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა სრულწლოვანს, განურჩევლად სქესისა, ასაკისა თუ მოქალაქეობისა.

მადლობელი ვიქნებით, თუ კვლევასა და მოცემულ ბმულს გაუზიარებთ ოჯახის წევრებს, ნათესავებსა და მეგობრებს.

საკონტაქტო პირები:

თამარ ქურდაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ელფოსტა: tamari.kurdadze.1@iliauni.edu.ge

ქეთევან უგრეხელიძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) ელფოსტა: ketevan.ugrekhelidze.1@iliauni.edu.ge

2021 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები