საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ ქეთევან კუპატაძის საჯარო ლექცია „ღმერთების საკვები “ – შოკოლადის ქიმიური თავგადასავალი“

ღონისძიებები

28 თებერვალს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის პროფესორი ქეთევან კუპატაძე წაიკითხავს ლექციას „ღმერთების საკვები “ – შოკოლადის ქიმიური თავგადასავალი“.

მომხსენებელი ისაუბრებს შოკოლადის ისტორიაზე, ქიმიაზე, საკვებ ღირებულებაზე, შაქართან მის მიმართებაზე და შოკოლადის ქიმიურ ექსპერიმენტებზე.

ლექცია  დააინტერესებთ მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და სხვ.

დასასწრებად აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია მითითებულ ლინკზე 22 თებერვლის ჩათვლით.

ადგილები შეზღუდულია. პირველ 100 დარეგისტრირებულ პირს ორგანიზატორები დაუკავშირდებიან და მიიწვევენ.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 28 თებერვალი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

2025

ბანერები