საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ ბიძინა კაპანაძის სამეცნიერო სტატია მაღალრეიტინგულ ასტრონომიულ გამოცემაში

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის, ბიძინა კაპანაძის სტატია დაიბეჭდა ასტროფიზიკის ერთ-ერთ წამყვან გამოცემაში Monthly Notices of the Royal Astronomical Society (იმპაქტ-ფაქტორი: 5).

კვლევა „1ES 1218+304–ის ხანგრძლივი მრავალსიხშირული დაკვირვებები: გამოსხივების ნაკადისა და სპექტრის ცვალებადობის ფიზიკური საფუძვლები“ (Long-term multiwavelength observations of 1ES 1218+304: physical implications of the flux and spectral variability) ეძღვნება სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე მაღალენერგიული ასტროფიზიკური ობიექტის, ბლაზარ 1ES 1218+304-ის შესწავლას.

პუბლიკაციის თანაავტორია მიჩიგანის უნივერსიტეტის პროფესორი მარგო ალერი, თავად დაკვირვებების ნაწილი პროფ. ბიძინა კაპანაძის ორგანიზებით განხორციელდა. გაანალიზდა 2005-2024 წლებში NASA-ს ასტრონომიული თანამგზავრების “Swift” და “Fermi” მეშვეობით მიღებული მრავალსიხშირული მონაცემები, რომლებიც მოიცავს გამა, რენტგენულ, ულტრაიისფერ და ოპტიკურ დიაპაზონებს.

სტატია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ბლაზარების – გალაქტიკათა აქტიური ბირთვების ერთ-ერთი კლასის – ფიზიკური მახასიათებლებისა და ევოლუციის უკეთ გაგებაში. ავტორის მიერ წარმოდგენილი მონაცემები განსაკუთრებით ღირებულია, რადგან ექსტრემალური ასტროფიზიკური პროცესების ამოცნობისა და მოდელირების ახალ პერსპექტივებს ხსნის.

ვრცლად სტატიაზე იხილეთ ბმული: https://doi.org/10.1093/mnras/staf653

Oxford University Press

2025

ბანერები