საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესორ ბესიკ კანკიას სემინარი „სიცოცხლის წარმოშობის ახალი ჰიპოთეზა: კვადრუპლექსური სამყარო“

ღონისძიებები

23 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბიოფიზიკის მიმართულებით, ოჰაიოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიისა და ბიოქიმიის დეპარტამენტის (აშშ) უფროსი მკვლევარი ბესიკ კანკია გამართავს სემინარს თემაზე: „სიცოცხლის წარმოშობის ახალი ჰიპოთეზა: კვადრუპლექსური სამყარო“.

თემის მოკლე მიმოხილვა

დღევანდელობის ყველაზე პოპულარული სიცოცხლის წარმოშობის ჰიპოთეზა, რნმ-ის სამყარო, პარადოქსულია და ვერ იძლევა პასუხს მთავარ შეკითხვებზე ევოლუციის უწყვეტობის პრინციპის დარღვევის გარეშე. მომხსენებელი ისაუბრებს ალტერნატიულ ჰიპოთეზაზე, კვადრუპლექსური სამყაროზე, რომელიც სიცოცხლის წარმოშობას სრულად ანალიზირებად სამეცნიერო საკითხად აქცევს. ეს ჰიპოთეზა ხსნის (1) პირველადი სიცოცხლის ფორმის წარმოშობას, (2) დარვინისტული ევოლუციის ჩასახვასა და (3) ამ სიცოცხლის ფორმის თანდათანობით გარდაქმნას დღევანდელ ბიოლოგიაში ევოლუციის უწყვეტობის პრინციპის დარღვევის გარეშე.

References: [1] Kankia B. 2021. Quadruplex World. Orig Life Evol Biosph 51: 273-286.

                   [2] Kankia B. 2022. Trinity of G-tetrads and origin of translation. Biol Direct 17: 12.

                   [3] Kankia B. 2023. Which came first: the chicken, the egg, or guanine? Submitted to  RNA

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 23 ივლისი, 15:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2024

ბანერები