საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პროფესიული განვითარების ტრენინგი „ემოციური ინტელექტი, ეფექტური კომუნიკაცია და გუნდური მუშაობა ჯანდაცვის დარგში“

ღონისძიებები

27–28 ივნისს გაიმართება ორდღიანი ტრენინგი, რომელიც ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულ პროფესიონალებსა და მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებს დაეხმარება განივითარონ ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის და ემოციური ინტელექტის უნარი პროფესიულ გარემოში.

ტრენინგი გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტის „განათლება უკეთესი დასაქმებისთვის: პარტნიორობა ინოვაციურ ჯანდაცვაში“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და კონკურენციისა და ინოვაციების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ტრენინგის თემატიკა:

  • ეფექტური კომუნიკაციის საფუძვლები და მათი გამოყენება ყოველდღიურ პრაქტიკაში;
  • ემოციური ინტელექტის განვითარება კოლეგებსა და პაციენტებთან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად;
  • კონფლიქტური სიტუაციებისა და რთული საუბრების მართვის სტრატეგიები;
  • ეთიკურ დილემებთან გამკლავებისას კომუნიკაციის სწორი მიდგომის შერჩევა;
  • გუნდური მუშაობის პრინციპები და ჯანსაღი სამუშაო დინამიკის შენარჩუნება;
  • კლინიკურ გუნდებში კომუნიკაციის ოპტიმიზაცია და ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მეთოდები.

ტრენინგი დაფუძნებულია თანამედროვე გამოცდილებაზე ორიენტირებულ სასწავლო მიდგომებზე და მოიცავს:

  • სიმულაციებს რეალური კლინიკური სიტუაციების მიხედვით;
  • როლურ თამაშებს;
  • მეტაფორული ბარათების გამოყენებას;
  • პრაქტიკულ სავარჯიშოებს სხეულის ენაზე და ემპათიური კომუნიკაციის განვითარებისთვის.

ტრენინგს გაუძღვებიან  ეკა პაატაშვილი, ექიმი, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დოქტორი, კომუნიკაციისა და კონფლიქტების მართვის სპეციალისტი, საჯარო მართვის მაგისტრი და ნინო ტურაშვილი, ლექტორი, კომუნიკაციისა და საჯარო გამოსვლების ტრენერი, ნლპ მაგისტრი, ქოუჩი.

რეგისტრაცია

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ სარეგისტრაციო ფორმა ბმულზე:  https://forms.gle/q5DLMV348fsxfUjN9

რეგისტრაციის ბოლო ვადა: 2025 წლის 24 ივნისი

მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია.

შერჩეულ მონაწილეებს ორგანიზატორები ინდივიდუალურად დაუკავშირდებიან.

ტრენინგში მონაწილეობა უფასოა – ყველა ხარჯს ფარავს პროექტი.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 27-28 ივნისი

ადგილმდებარეობა: სასტუმრო Best Western City Center, ვ. ბარნოვის ქ. N92

2025

ბანერები