საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

პირველი ბიოჰაკათონი საქართველოში

ღონისძიებები

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი-საქართველოს სტუდენტთა ინიციატივით, საქართველოში გაიმართება პირველი ბიოჰაკათონი, რომელიც გულისხმობს ბიოლოგიის, მედიცინის, გარემოს დაცვის მიმართულებებით პროექტების შექმნას პროგრამირების გამოყენებით  უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში.

პროგრამირებითა და ბიოლოგიის, მედიცინის, გარემოს დაცვის სფეროებით დაინტერესებული მოსწავლეები და სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ: http://biohackathon.ge/ ვებგვერდზე. მათ უნდა შექმნან 2-4-კაციანი გუნდები და 1 ივლისს, 10 საათიდან, მოვიდნენ ტექნოპარკში (მის.: ინოვაციების ქ. N7). ჰაკათონი დასრულდება 2 ივლისს.

პირველ ადგილზე გასული გუნდი დაჯილდოვდება 2000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული კონკურსანტები მიიღებენ საჩუქრებს.

ღონისძიების მხარდამჭერები არიან:

  • აშშ საელჩო
  • საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (EMIS)
  • საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრო
  • სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი – საქართველო (SDSU-G)
  • საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA)
  • Microsoft-ი
ბანერები