ნიადაგის pH, როგორც მცენარეთა სახეობების გავრცელების ძლიერი მამოძრავებელი ფაქტორი ცენტრალური კავკასიონის ალპურ-ნივალურ ეკოტონში
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტის „მაღალმთის ეკოსისტემების კვლევითი პროგრამის“ გუნდის წევრებმა: თამარ ჯოლოხავამ, ოთარ აბდალაძემ, არსენ ბახიამ, ჟანა ეხვაიამ, ზეზვა ასანიძემ და ზაალ კიკვიძემ საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში Hacquetia გამოაქვეყნეს სამეცნიერო სტატია “Soil pH as a strong driver of plant species distribution in alpine-nival ecotone of the Central Caucasus”.
კვლევა ჩატარდა სტეფანწმინდის რაიონის ორ არეალში: ყაზბეგისა და გუდაურის მთის ფერდობზე, რომლებიც ერთმანეთისგან 25 კმ-ის დაშორებით მდებარეობს და აბიოტური ფაქტორებით ერთმანეთისგან თითქმის არ განსხვავდება.
- ნაშრომში მკვლევრებმა წარმოადგინეს ნიადაგის pH მაჩვენებლები და მათი როლი სახეობათა სიმდიდრის (რიცხოვნობა), სიხშირის კონტექსტში;
- გაანალიზეს მცენარეთა პროექციული დაფარულობა როგორც ადგილმდებარეობებს, ასევე ექსპოზიციებს (N, S) შორის;
- აღწერილი სახეობებიდან (ჯამში 74) გამოყვეს დომინანტი სახეობები, წარმოადგინეს მათი განაწილების სიხშირე და ფლორისტული მსგავსების კოეფიციენტები.
ნიადაგების როლი ალპურ-ნივალურ ეკოტონში არ არის კარგად ცნობილი. ეს კვლევა წარმოაჩენს ნიადაგის pH-ის მნიშვნელობას ალპურ-ნივალური ეკოტონის მცენარეების გეოგრაფიული განაწილებისთვის, რაც ამ შრომის მთავარ სამეცნიერო ღირებულებას შეადგენს.
სტატიის გასაცნობად ეწვიეთ ბმულს:
https://ojs.zrc-sazu.si/hacquetia/article/view/13767/12604
2025
გალერეა