საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

მიღება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე 2022-2023

ახალი ამბები

გამოცხადდა 2022-2023 სასწავლო წლის მიღება საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე.

სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, სტუდენტთა მისაღები რაოდენობა და ინფორმაცია საკითხავი მასალის თაობაზე (მისაღები რაოდენობა ჯამში 111):

ა) ბუნების დაცვა და მეტყევეობა (კოეფიციენტი 100) – მისაღები რაოდენობა – 15; ზეპირი გამოცდა, საკითხავი მასალა, რიდერი

ბ) გამოყენებითი გენეტიკა (ინგლისურენოვანი) (კოეფიციენტი 100) – მისაღები რაოდენობა – 5; ზეპირი გამოცდა საკითხავი მასალა

გამოცდა ინგლისურ ენაში, (ნიმუში1ნიმუში 2)

გ) გამოყენებითი გენეტიკა (კოეფიციენტი 100) – მისაღები რაოდენობა – 10; ზეპირი გამოცდასაკითხავი მასალა

დ) სურსათის მეცნიერება (კოეფიციენტი 100) – მისაღები რაოდენობა – 7; ზეპირი გამოცდასაკითხავი მასალა

ე) ეკოლოგია (კოეფიციენტი 100) – მისაღები რაოდენობა – 15 ზეპირი გამოცდა, საკითხავი მასალა

ვ) სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები (მოლეკულური ბიომეცნიერებები (12), ნეირომეცნიერებები(7)) (კოეფიციენტი 100) – საერთო მისაღები რაოდენობა 19; ზეპირი გამოცდასაკითხავი მასალა

ზ) ფიზიკა და ასტრონომია (კოეფიციენტი 50 (ზეპირი გამოცდა) +50 (წერითი გამოცდა)) – მისაღები რაოდენობა – 12; ზეპირი და წერითი გამოცდაწერითი გამოცდის თემები

თ) გამოყენებითი ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია (კოეფიციენტი 100) – მისაღები რაოდენობა – 7, ზეპირი გამოცდასაკითხავი მასალა

ი) დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (კოეფიციენტი 100) – მისაღები რაოდენობა – 15, ზეპირი გამოცდა, საკითხავი მასალა

კ) საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი) (კოეფიციენტი 100: სამოტივაციო ესეი (50%) და ზეპირი გამოცდა (50%)) – მისაღები რაოდენობა – 6, სამოტივაციო განაცხადი (ინგლისურ ენაზე ),  ზეპირი გამოცდა.

გამოცდა ინგლისურ ენაში, (ნიმუში1ნიმუში 2)

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამების აღწერები შეგიძლიათ იხილოთ აქ: https://bit.ly/3J6EuVG

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ელექტრონული რეგისტრაცია შესაძლებელია ყოველდღე 2022 წლის 15-დან 26 აგვისტოს 23:59 სთ-ის ჩათვლით რეგისტრაციის ბაზის საშუალებით: https://bit.ly/2OWAgr1

რეგისტრაციის ბაზაში შეყვანილი მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობას იღებს მაგისტრანტობის კანდიდატი!

მაგისტრატურის საფეხურზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტები (pdf ფორმატი):

ა) 1 ცალი ფოტოსურათი ზომით (jpg ფაილი);

ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი (მნიშვნელოვანია, რომ ჩასარიცხმა კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმების დროს წარმოადგინონ ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი); უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი;

გ) მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის მომენტისათვის არ გააჩნია კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი – დიპლომი, უნდა წარმოადგინოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე გაცემული ცნობა, რომელშიც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების (ოქმის) ნომერი და თარიღი;

დ) პირადობის მოწმობა. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ვ) 2022 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის ბარათი/საიდენტიფიკაციო ბარათი;

ზ) რეზიუმე (CV);

თ) იმ მაგისტრანტობის კანდიდატმა, რომელსაც სურს ჩააბაროს სამაგისტრო პროგრამაზე გამოყენებითი გენეტიკა (ინგლისურენოვანი) ან სამაგისტრო პროგრამაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი), უნდა წარმოადგინოს ამ დანართში მოთხოვნილი დოკუმენტი. ასეთის არ არსებობის შემთხვევაში – მაგისტრანტობის კანდიდატმა სავალდებულოა ჩააბაროს გამოცდა ინგლისურ ენაში, რომელიც დაინიშნება რეგისტრაციის გაცვლის შემდეგ;

ი) სამაგისტრო პროგრამაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი) ჩაბარების მსურველმა რეგისტრაციის დროს უნდა

 წარმოადგინოს GMAT (მინ ქულა 550) ან GRE (მინ ქულა 260+3) გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი ვალიდური სერტიფიკატი. თუ აპლიკანტს არ აქვს რომელიმე აღნიშნული სერტიფიკატი, მან უნდა ჩააბაროს შიდასაუნივერსიტეტო გამოცდა რაოდენობრივ და სიმბოლურ მსჯელობაში, რომელიც დაინიშნება რეგისტრაციის გაცვლის შემდეგ;

კ) სამაგისტრო პროგრამაზე საზოგადოებრივი ჯანმრთელობა და ჯანმრთელობის პოლიტიკა (ინგლისურენოვანი) ჩაბარების მსურველმა რეგისტრაციის დროს, შესაბამის ველში უნდა ატვირთოს სამოტივაციო განაცხადი ინგლისურ ენაზე, რომლის აღწერა და შეფასების კრიტერიუმები წარმოდგენილია ამ დანართში;

ლ) რეგისტრაციის ელექტრონულ ბაზაში მითითებული ყველა სხვა სავალდებულო დოკუმენტი;

მ) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მოთხოვნის შემთხვევაში სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის ნამდვილობის დადასტურების დოკუმენტი.

შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარებისა და შედეგების გამოცხადების თაობაზე საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე დარეგისტრირებული მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის საგამოცდო და სააპელაციო პერიოდია 2022 წლის 30 აგვისტოდან 14 სექტემბრის ჩათვლით პერიოდში. ინფორმაცია შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ზუსტი განრიგის შესახებ უნივერსიტეტის ვებგვერდზე სავარაუდოდ განთავსდება 2022 წლის 29 აგვისტოს მხოლოდ მაგისტრანტობის კანდიდატთათვის რეგისტრაციის დროს მინიჭებული კოდის, ფაკულტეტის/სკოლის და პროგრამის მითითებით;

საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე მაგისტრატურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის ზეპირი გამოცდები გაიმართება დისტანციურად ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის გამოყენებით. ელპლატფორმის გადმოწერაზე, შესაბამისი ტექნიკური (აუდიო და ვიდეო) პარამეტრების გამართვაზე, ასევე მის სივრცეში უწყვეტი ინტერნეტკავშირის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელია მაგისტრანტობის კანდიდატი.

სავალდებულოა წინასწარ გადაამოწმოთ გამოცდის დისტანციურად ჩაბარებისთვის მზაობა და გამოცდის დროს ხელთ იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც ონლაინ წარმოუდგენთ კომისიის წევრებს. აპლიკანტს მოეთხოვება კამერის ჩართვა გამოცდის მსვლელობისას!

დეტალური ინფორმაცია სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდის პირობისა და თარიღების თაობაზე განთავსდება მოგვიანებით.

საბუნებისმტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის მსურველს საერთო სამაგისტრო გამოცდის სამ ნაწილში უნდა ჰქონდეს გადალახული ზღვარი.

ხელშეკრულების გაფორმების პერიოდი

მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს და რეიტინგული სიის მიხედვით მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ხელშეკრულება გაფორმდება 2022 წლის 16.09 - 21.09 პერიოდში.

რექტორის ბრძანება

სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის ინსტრუქციას (გზამკვლევი): https://bit.ly/3Bfntq3

საკონტაქტო ინფორმაცია:
ელფოსტა: sciences_medicine@iliauni.edu.ge
ტელ.: 2 220009 (115; 508)

გისურვებთ წარმატებას!

ბანერები