კავკასიის ეთნობოტანიკის სერია Springer-ის გამომცემლობაში
ღონისძიებები
27 მარტს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება გამომცემლობა Springer-ში გამოქვეყნებული სერიის “Ethnobotany of the Caucasus” (რვატომეული) განახლებული გამოცემის პრეზენტაცია.
ეთნობოტანიკის სერია სხვადასხვა ქვეყნის 44 ავტორმა შექმნა. რვატომეულის მთავარი ავტორები და სერიის რედაქტორები არიან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ნიკო კეცხოველის სახელობის ბოტანიკის ინსტიტუტის მკვლევრები.
კავკასიის ეთნობოტანიკა პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი საერთაშორისო სამეცნიერო სერიაა გამომცემლობა Springer-ში. მისი დაარსება და წარმატებით განხორციელება ილიას უნივერსიტეტის უმნიშვნელოვანესი სამეცნიერო მიღწევაა. 2018 წელს პროფ. რაინერ ბუსმანის მიერ დაარსებული ეთნობოტანიკის კვლევითი ცენტრი ერთადერთია კავკასიაში, რომელიც რეგიონის უძველეს და უმდიდრეს ეთნომემკვიდრეობას იკვლევს.
სერიის მთავარი რედაქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი რაინერ ბუსმანი, სტენფორდის უნივერსიტეტის მეცნიერთა ინდივიდუალური რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მკვლევართა 2%-ში შედის.
პროფესორ რაინერ ბუსმანისა და ეთნობოტანიკის კვლევით ცენტრს უკავშირდება საქართველოში ყველაზე მაღალრეიტინგული ჟურნალის “Ethnobotany Research and Applications“ გამოცემა. აღნიშნული ჟურნალი 2018 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აფილაციით გამოდის და მისი სკოპუსის ციტირების ინდექსია 3,9 (ჟურნალის ბმული: https://tinyurl.com/2u4hvmat).
კავკასიის ეთნობოტანიკის სერია ეძღვნება ორ გამორჩეულ პიროვნებას, უდიდეს ქართველ მეცნიერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუს-პროფესორ გია ნახუცრიშვილსა (†) და ბატონ ნიკოლოზ (კოლია) ხეცურიანს, ბაკურიანის ალპური ბოტანიკური ბაღისა და კვლევითი ცენტრის დაუღალავ მცველს.
ვრცლად Springer-ის ეთნობოტანიკის სერიის შესახებ: https://tinyurl.com/3kxdyzym
სამუშაო ენები: ქართული და ინგლისური
დრო: 27 მარტი, 18:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
დასწრება თავისუფალია.
2026