საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის მკვლევრებმა ტროგლობიონტი ტოლფეხიანების ახალი გვარი და სახეობები აღწერეს

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევრებმა ლადო შავაძემ და ეთერ მაღრაძემ, ასევე ამავე უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შალვა ბარჯაძემ იტალიელ კოლეგასთან, დოქტორ სტეფანო ტაიტისთან (ხმელეთის ეკოსისტემების კვლევითი ინსტიტუტი, ფლორენცია, იტალია) თანამშრომლობით ტროგლობიონტი ტოლფეხიანების ერთი ახალი გვარი – Imeretioniscus gen. nov. და ორი ახალი სახეობა – Imeretioniscus tricostatus sp. nov. და Colchidoniscus fissus sp. nov. აღწერეს.

კვლევაში ქვესახეობა Colchidoniscus kutaissianus motenae (Borutzky, 1974) აყვანილია სახეობის რანგში. პუბლიკაციაში ასევე მოცემულია Colchidoniscus kutaissianus (Borutzky, 1974), Colchidoniscus motenae (Borutzky, 1974 stat. nov.) და Mingrelloniscus inchhuricus (Borutzky, 1974) სახეობათა ხელახალი დეტალური აღწერა.

სტატიაში წარმოდგენილია საქართველოს მღვიმეებში მობინადრე Haplophthalminae-ის ქვეოჯახის სახეობების სარკვევიც.

კვლევა გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ზოოლოგიურ ჟურნალში Zootaxa.

პუბლიკაციის ბმული: https://mapress.com/zt/article/view/zootaxa.5787.3.6

2026

ბანერები