საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა მთიბავის ახალი სახეობა NEMASPELA KOTIA აღწერეს

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევრებმა შალვა ბარჯაძემ და ეთერ მაღრაძემ გერმანიის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის ორგანული და მოლეკულურ-ევოლუციური ბიოლოგიის ინსტიტუტის ემერიტუს პროფესორ იოჰან მარტენსთან ერთად აღწერეს Nemaspela kotia (Martens & Maghradze & Barjadze, 2023), მეცნიერებისათვის ახალი მთიბავის (Opiliones) სახეობა კოტიის მღვიმიდან (ჭიათურა, იმერეთი).

ახალი სახეობა N. kotia, ტიპური მღვიმური სახეობა მხედველობისა და პიგმენტის გარეშე, ჩვენს პლანეტაზე ჯერჯერობით მხოლოდ კოტიის მღვიმეშია ნანახი.

სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალ Zootaxa-ში.

სტატიაში ასევე წარმოდგენილია ახალი ადგილი Nemaspela melouri Martens, Maghradze & Sh. Barjadze, 2021-ისთვის სოლკოტის მღვიმეში (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი).

 2023 წელი

ბანერები