ილიაუნის პროფესორმა შალვა ბარჯაძემ ბუგრის ახალი სახეობა აღწერა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა შალვა ბარჯაძემ უცხოელ კოლეგებთან – ჩანაქკალეს უნივერსიტეტის (თურქეთი) ასოცირებულ პროფესორ შაჰინ კიოქსა და ყაზახეთის ზოოლოგიის ინსტიტუტის მკვლევარ რუსტემ კადირბეკოვთან – ერთად ბუგრის ახალი სახეობა აღწერა.
ბუგრის ახალი სახეობა Brachyunguis iranensis sp. nov. ბინადრობს რთულყვავილოვანთა ოჯახის მცენარეზე Hertia intermedia რაზავი ხორასნის პროვინციაში (ირანი). სტატიაში მოცემულია ახალი სახეობისა და მორფოლოგიურად მსგავსი სახეობების განმასხვავებელი ნიშნები, ამასთან წარმოდგენილია რთულყვავილოვანთა ოჯახის (Asteraceae) მცენარეებზე მობინადრე გვარის Brachyunguis სახეობებისა და Hertia intermedia-ზე მობინადრე ბუგრების სახეობათა სარკვევები და ირანში გავრცელებული გვარის Brachyunguis სახეობათა განახლებული სარკვევი.
სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ საერთაშორისო ჟურნალში Zoology in the Middle East.
სტატიის სრული ვერსია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://bit.ly/46PZj4z
2026