საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიაუნის მკვლევარმა შალვა ბარჯაძემ პოლონელ კოლეგებთან ერთად ბუგრის ახალი სახეობა Macrosiphoniella (Asterobium) herczeki sp. nov. აღწერა

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომელმა შალვა ბარჯაძემ სილეზიის უნივერსიტეტის (კატოვიცე, პოლონეთი) მკვლევრებთან, მარიუშ კანტურსკისა და ნატალია კაშიცა-ტაშაკოვსკასთან, ერთად მეცნიერებისათვის უცნობი ბუგრის სახეობა Macrosiphoniella (Asterobium) herczeki sp. nov. აღწერა.

ეს სახეობა ბინადრობს მცენარე Galatella villosa-ზე (Asteraceae) ტოლბუჩინის რეგიონში, ბულგარეთში.  

აღნიშნული სტატია გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ ჟურნალ Zootaxa-ში.

სტატია შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: https://mapress.com/zt/article/view/zootaxa.5382.1.16

2023

ბანერები