ღონისძიებები
19 ნოემბერი, 2026
ახალი ამბები
5 ნოემბერი, 2026
ახალი ამბები
4 ნოემბერი, 2026
ილიაუნი აცხადებს მიღებას დერმატოვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამაზე
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი აცხადებს მიღებას დერმატოვენეროლოგიის სარეზიდენტო პროგრამის 2 ვაკანტურ ადგილზე.
წარსადგენი დოკუმენტაცია
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა 9-13 ნოემბერს დოკუმენტები ელექტრონულად უნდა გაგზავნონ მისამართზე: medicine@iliauni.edu.ge.
- განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე (სასურველი პროგრამის მითითებით);
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტის ასლი;
- დიპლომის ასლი: ერთსაფეხურიანი პროგრამით მიღებული ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ფოტოსურათი: 3X4 ზომის ელექტრონული ვერსია;
- სამხედრო აღრიცხვის დოკუმენტი: მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულთათვის);
- სპეციალობის მაძიებლის მოწმობა: ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი;
- სხვა სარეზიდენტო მოდულების ცნობა: ასეთის არსებობის შემთხვევაში;
- ინგლისური ენის სერტიფიკატი: B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (TOEFL P/B ≥513, I/BT ≥65; IELTS ≥5.5; FCE), NAEC-ის ვალიდური სერტიფიკატი ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო/სამაგისტრო დიპლომი (არსებობის შემთხვევაში);
- საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტები: პრაქტიკული, კვლევითი ან სხვა შესაბამისი გამოცდილების ცნობა (არსებობის შემთხვევაში).
შესარჩევი ეტაპი და კრიტერიუმები
კანდიდატი შეფასდება და სარეიტინგო სია შედგება შემდეგი კრიტერიუმებით:
- ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის შედეგი;
- დარგობრივი ცოდნა;
- ინგლისური ენის ცოდნა;
- საექიმო პრაქტიკული/კვლევითი გამოცდილება, პუბლიკაციები და კონფერენციებზე მოხსენებები.
გასაუბრება გაიმართება 16 ნოემბრის 15:00 საათიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში (მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. N45). გასაუბრების დეტალური პირობები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 15 ნოემბერს.
2026