საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ახალი ჰორიზონტები სტუდენტებისთვის დედოფლისწყაროს ბიოსფერულ რეზერვატში

ღონისძიებები

19 ნოემბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში გაიმართება საინფორმაციო-გაცნობითი შეხვედრა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) წარმომადგენლებთან.

ანა რუხაძე ისაუბრებს ცენტრის საქმიანობასა და დედოფლისწყაროს ბიოსფერულ რეზერვატზე, ზუკა ქოჩლაძე სტუდენტებს გააცნობს შემოთავაზებულ შესაძლებლობებს:

  • ცოდნის ჰაბი – სამეცნიერო სტატიებისა და ესეების გამოქვეყნება და მოძიება;
  • ეკოაქტივობები – ეკობანაკებსა და იდეათონებში მონაწილეობა;
  • საერთაშორისო განათლება – საზღვარგარეთ კურსებსა და პროგრამებში მონაწილეობის მხარდაჭერა კონსერვაციისა და ეკოსისტემების აღდგენის მიმართულებით;
  • UNESCO MAB-ის ახალგაზრდა პროფესიონალ მკვლევართა პროგრამაში მონაწილეობის ხელშეწყობა.

შეხვედრა, პირველ რიგში, საინტერესო იქნება ეკოლოგიისა და ბიოლოგიის მიმართულების სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის, თუმცა დასწრება შეუძლია ყველა დაინტერესებულ მსმენელს.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 19 ნოემბერი, 18:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

ბანერები