საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის მედიცინის სკოლა აცხადებს მობილობას 7 ვაკანტურ ადგილზე „დერმატო-ვენეროლოგიის“ სარეზიდენტო პროგრამაზე

პირველი ეტაპი: ელექტრონული რეგისტრაცია

სარეზიდენტო პროგრამაზე მობილობით გადმოსვლის მსურველებმა 2021 წლის 16 ივლისიდან 19 ივლისის 18.00 საათის ჩათვლით უნდა გამოაგზავნონ ქვემოთ მითითებული დოკუმენტები საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის, მედიცინის სკოლის ელექტრონულ მისამართზე :medicine@iliauni.edu.ge

გამოსაგზავნი საბუთები:

ა). განცხადება უნივერსიტეტის რექტორის სახელზე, რომელშიც მითითებული უნდა იყოს მისთვის სასურველი პროგრამა;
ბ). პირადობის დამადასტურებელი მოწმობის / პასპორტი ასლი;
გ). ერთსაფეხურიანი პროგრამით მიღებული ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი;
დ). 3X4 ზომის ფოტოსურათის ელ. ვერსია;
ე). მიწერის მოწმობის ან სამხედრო ბილეთის ასლი (სამხედრო ვალდებულებისათვის);
ვ). ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების შედეგად მინიჭებული სპეციალობის მაძიებლის დამადასტურებელი მოწმობა / ცნობა;
ზ). სხვა სარეზიდენტო პროგრამაში გავლილი მოდულების ჩამონათვალი და დამადასტურებელი ცნობა;
თ). ინგლისური ენის ცოდნის არანაკლებ B2 დონის ფლობის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ინგლისური ენის მინიმუმ B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ საერთაშორისო ვალიდურ  სერტიფიკატებად ილიაუნი აღიარებს: (TOEFL(P/B მინიმუმ 513 score; I/BT მინიმუმ 65 score); IELTS (მინიმუმ 5.5); მინიმუმ FCE); ან შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული შესაბამისი ვალიდური სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს კანდიდატის ინგლისური ენის კომპეტენციას პროგრამით გათვალისწინებულ მინიმუმ B2 დონეზე; ან ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დიპლომი;
ი). საექიმო საქმიანობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

მეორე ეტაპი:  გასაუბრება მისაღებ კომისიასთან

გასაუბრება მისაღები კომისიის წინაშე ჩატარდება 2021 წლის 22 ივლისს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში G-409 აუდიტორიაში (ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5). დეტალური ინფორმაცია დაიდება 21 ივლისს, ფაკულტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სიახლე“.

გასაუბრების შედეგები გამოქვეყნდება 2021 წლის 26 ივლისს უნივერსიტეტის ვებგვერდზე.

საპრეტენზიო განაცხადის წარდგენა გასაუბრების შედეგებთან დაკავშირებით:

მაძიებელმა საპრეტენზიო განაცხადი გასაუბრების შედეგების შესახებ უნდა გამოაგზავნოს  2021 წლის 27 და 28 ივლისს (10:00 დან-18:00 საათამდე) მედიცინის სკოლის ელექტრონულ მისამართზე :medicine@iliauni.edu.ge

მაძიებლების საპრეტენზიო განაცხადი განხილული იქნება მედიცინის სკოლის საბჭოს მიერ 2021 წლის 2 აგვისტოს.

გასაუბრების საბოლოო შეფასებები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით, ასევე სარეზიდენტო პროგრამაზე ჩასარიცხ კანდიდატთა სია, მხოლოდ აპლიკანტისთვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომრის მიხედვით (მიიღებენ ელ.ფოსტაზე რეგისტრაციის წარმატებით დასრულებისთანავე) გამოქვეყნდება 2021 წლის 6 აგვისტოს ფაკულტეტის ვებგვერდზე რუბრიკაში „სიახლე“.

სხვა სარეზიდენტო პროგრამაზე გავლილი მოდულების აღიარება მოხდება პროგრამის ხელმძღვანელის მიერ, რომელიც პროგრამის შესაბამისად შეადგენს რეზიდენტისთვის ინდივიდუალურ სასწავლო (კალენდარულ) გეგმას და გააცნობს მაძიებელს ხელშეკრულების გაფორმების დღეს.

მობილობით ჩარიცხული რეზიდენტებისთვის სწავლის დაწყების თარიღად განისაზღვროს 2021 წლის 1 სექტემბერი.

ხელშეკრულების გაფორმება:

ჩასარიცხ ძირითად კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2021 წლის 9 და 10 აგვისტოს, H-118 ოთახში (მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5).

სარეზიდენტო პროგრამაზე მობილობით გადმოსვლის მსურველებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა). პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი);
ბ). ორი ფოტოსურათი 3x4-ზე;
გ). მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამით მიღებული ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის  სანოტარო წესით დამოწმებული ასლი, ან იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი);
დ). სხვა სარეზიდენტო პროგრამაზე გავლილი მოდულების ჩამონათვალი და დამადასტურებელი ცნობა;
ე). ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);
ვ). სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ზ). იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე, კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეზიდენტო პროგრამაზე ჩასარიცხად.

 

ბანერები