


ჰმტკვრის ხვლიკის (Darevskia portschinskii) და მისი „შვილი“ უსქესო ფორმის (Darevskiadahli) მიერ ჰაბიტატების გამოყენების ანალიზი
ახალი ამბები
გავლენიან ჟურნალ Herpetozoa-ში გამოქვეყნდა სტატია ჰმტკვრის ხვლიკის (Darevskia portschinskii) და მისი „შვილი“ უსქესო ფორმის (Darevskiadahli) მიერ ჰაბიტატების გამოყენების ანალიზი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ დავით თარხნიშვილის, მკვლევრების ნათია ბარათელისა და გიორგი იანქოშვილის, ეკოლოგიის პროგრამის სტუდენტების – ლუკა კოკიაშვილის, ნიკოლოზ დვალისა და ზურაბ ჯანიაშვილის თანაავტორობით.
სტატიის აღწერა:
ორი სახეობის კლდის ხვლიკის (Darevskia dahli; Darevskia portschinskii) ეკოლოგიური ნიშებისა და სეზონური აქტივობის შესახებ. ეს ორი სახეობა კოჯორში, ერთ-ერთ კლდოვან ფერდობზე, საკმაოდ მრავალფეროვან ეკოლოგიურ პირობებში თანაცხოვრობს. სამი წლის განმავლობაში ინდივიდების შეხვედრიანობის შესახებ შეგროვებული მონაცემებითა და გარემოს ცვლადებით გავარკვიეთ, როგორ არიან ეს სახეობები დამოკიდებული გარემოზე, მათ შორის არის თუ არა კონკურენცია და ამ ორ სახეობას აქვს თუ არა განსხვავებული ეკოლოგიური მოთხოვნილებები. აღმოჩნდა, რომ მეორე,ორსქესიანიან სახეობას (პირველი სახეობა ერთსქესიანად მრავლდება და მარტო მდედრებითაა წარმოდგენილი) აქვს ტერიტორიის დაცვის უნარი; ამის გამო ის უფრო ინტენსიურად იყენებს ნაკლებად გამოსადეგ სივრცესაც, ეს კი აქვეითებს მისი გადაშენების რისკს გარემო პირობების ექსტრემალური ცვლილებისას.
იხ.ლინკი https://bit.ly/30TwRfY