გლობალური კვლევა მყინვარული ტბების მნიშვნელობაზე
თითქმის ორწლიანი მუშაობის შემდეგ მოვამზადეთ მორიგი გლობალური კვლევა რომელიც ეხება მყინვარული ტბების მნიშვნელობას. კვლევის პროცესში დავამუშავეთ სხვადასხვა მონაცემები მსოფლიო მასშტაბით 274,531 მყინვარიდან. პუბლიკაცია დაიბეჭდა ერთ-ერთ მაღალ-რეიტინგულ (5-Year IF-12) ჟურნალში Earth System Science Data და ხელმისაწვდომია ბმულზე: https://essd.copernicus.org/.../2026/essd-18-1665-2026.html
კვლევაში ჩართულები არიან მეცნიერები დიდი ბრიტანეთიდან, საფრანგეთიდან, კანადიდან, შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ავსტრალიიდან, ამერიკიდან, ბელგიიდან, ავსტრიიდან, პოლონეთიდან, ნეპალიდან, ჩინეთიდან, ტაივანიდან, და ჩილედან.
საქართველოდან კვლევაში ჩართულია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი • Ilia State University, კერძოდ კი School of Natural Sciences and Medicine • Ilia State University სადაც ასეთი მსოფლიო დონის კვლევები ტარდება. რატომ არის მყინვარების კომპლექსური კვლევა მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კავკასიის რეგიონში? შოვის, დევდორაკის, სვანეთის მყინვარული სტიქიების შემდეგ ამის კითხვა ალბათ ცოტა აუდგილოა და იმედი მაქვს ამაზე არგუმენტიც არავის სჭირდება...
2022 წლიდან, მას შემდეგ რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიურ თანამდებობას ვიკავებ, კომპლექსურად გლაციოლოგიის მიმართულებით, მსოფლიოს დაახლოებით 100-მდე წამყვან მეცნიერსა და 50-მდე საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრთან თანამშრომლობით, ჩვენი ფაკულტეტის მეცნიერებისა და სტუდენტების აქტიური ჩართულობით, გამოქვეყნდა 20 სამეცნიერო პუბლიკაცია. თითოეული მათგანი განთავსებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ჟურნალებში. განსაუთრებით აღსანიშნავია ერთერთი გლობალური კვლევა რომელიც გამოქვეყნდა ისეთ პრესტიჟულ გამოცემაში, როგორიცაა Nature, და რომელიც ეხება ახალი ეკოსისტემების შესწავლას მყინვარების დნობის პარალელურად (https://www.nature.com/articles/s41586-024-07778-2).
ეს არის ობიექტურად დადასტურებული გარემოება, რომ საქართველოში ამ მიმართულებით ანალოგიური მასშტაბისა და ხარისხის შედეგების პრეცედენტი სხვა უნივერსიტეტში უბრალოდ არ არსებობს. აღარ შევჩერდები სხვადასხვა კვლევით პროექტებზე, ექსპედიციებსა და სხვა ინიციატივებზე. წინ კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და მაღალი დონის კვლევებია დაგეგმილი, რომლებიც არა მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის, არამედ ქართული მეცნიერების განვითარებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. და რა სირცხვილია, რომ დღეს ასეთი უნივერსიტეტის, ფაკულტეტის და კვლევების შენარჩუნების საჭიროებაზე გვიწევს საუბარი.
იმ სამეცნიერო მიღწევების ნგრევას რაც დღეს ილიას უნივერსიტეტშია მხოლოდ თვეები შეიძლება დასჭირდეს, მაგრამ ხელახლა შენებას ათეული წლები. ეს ყველამ კარგად უნდა გავიგოთ! ისიც უნდა გვესმოდეს, რომ დღეს მიღებული არასწორი გადაწყვეტილებები მომავალ თაობებს დაუჯდებათ ძვირად, იმ თაობებს რომელთა წინაშე აღებული პასუხისმგებლობა არც ქრება და ზოგჯერ არც პატიებას ექვემდებარება!
#სრულიმხარდაჭერაილიუნის
2026