საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღე

ღონისძიებები

12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, გარემოსდაცვითი განათლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ დაგეგმილია შეხვედრა სტუდენტებთან.

აღნიშნული შეხვედრა გაიმართება შიდა საუნივერსტეტო სივრცეში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების და ასევე, გარემოსადაცვითი თემებით დაინტერესებულ სხვა სტუდენტებთან.

სტუდენტებს შეხვდებიან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, რომლებიც ისაუბრებენ გარემოსდაცვით სფეროში როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე.

შეხვედრის მიზანია ახალგაზრდებისთვის პრიორიტეტული გარემოსდაცვითი თემების გაცნობა, ცნობიერების ამაღლება და გარემოსდაცვითი პროფესიების პოპულარიზაცია.

შეხვედრა ტარდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით ინიციატივის “მართველობის რეფორმის ფონდის’’ (GRF) ფარგლებში.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 12 ოქტომბერი, 14:00 საათი

ადგილმდეობარეობა: T 102 საკონფერენციო დარბაზი, ილიას სახელმწიფო უნივერსტეტის ტექნოლოგიების კორპუსი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქ. N3/5

დასწრება თავისუფალია.

2022 წელი

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები