საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოქტორანტ კახაბერ კაპანაძის სადოქტორო ნაშრომის დაცვა

ღონისძიებები

11 ივლისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში  საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი კახაბერ კაპანაძე დაიცავს სადოქტორო ნაშრომს „გრანიტებიდან წარმოქმნილ ნიადაგებში ბუნებრივი რადიონუკლიდების განაწილების კვლევა და რადიაციული საფრთხეების შეფასება საქართველოს ზოგიერთი რეგიონის მაგალითზე“.

სამეცნიერო ხელმძღვანელი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი არჩილ მაღალაშვილი;

სამეცნიერო თანახელმძღვანელი – ფიზიკა-მათემატიკის აკადემიური დოქტორი პლატონ იმნაძე.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 11 ივლისი, 12:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქუჩა N1

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

 

 

 

 

ბანერები