საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოქტორანტ იოსებ ნატრაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

ღონისძიებები

17 ივლისს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის ინგლისურენოვანი ეკოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი იოსებ ნატრაძე დაიცავს სადისერტაციო ნაშრომს „საქართველოს ხელფრთიანები: სახეობრივი მრავალფეროვნება, გავრცელება და კონსერვაციის გამოწვევები“ (Diversity, Distribution, and Conservation Challenges of Bats in Georgia).

სამეცნიერო ხელმძღვანელები: პროფესორი ნათია კოპალიანი, პროფესორი ლევან მუმლაძე და დოქტორი ალექსანდრე ბუხნიკაშვილი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი)

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 17 ივლისი, 14:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3

დასწრება თავისუფალია.

2026

 

ბანერები