საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოქტორ რონ ჰარისონის საჯარო ლექცია „მწერები ურბანულ გარემოში“

ღონისძიებები

2 დეკემბერს, 15:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კომპანია „ორკინი საქართველოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დოქტორი რონ ჰარისონი, სერტიფიცირებული ენტომოლოგი, „ორკინის“ საერთაშორისო მიმართულების ტექნიკური მხარდაჭერის დირექტორი, წაიკითხავს ლექციას „მწერები ურბანულ გარემოში“.

რონ ჰარისონს ენტომოლოგიის დოქტორის ხარისხი მიკროორგანიზმების ბიოლოგიური კონტროლის მიმართულებით მიენიჭა ჯორჯიის უნივერსიტეტში. მერსერის უნივერსიტეტის მიწვეული და დამსახურებული პროფესორია. მონაწილეობს ბიოლოგიური კონტროლის  კვლევით პროგრამებში ინგლისსა და ფლორიდაში. 1998 წლიდან მუშაობს „ორკინის“ გუნდში. აკადემიური და ინდუსტრიული სფეროს წარმომადგენლებისთვის ატარებს ტრენინგებს მავნებელთა ბიოლოგიის, ქცევებისა და კონტროლის მეთოდების შესახებ.

„ორკინი საქართველოს“ შესახებ

„ორკინი საქართველო“ ამერიკული Orkin LLC-ის ლიცენზირებული ფრენჩაიზი და გლობალური ბრენდის ნაწილია. კომპანია 2016 წლიდან  ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფს მავნებლების პრევენციისა და კონტროლის მომსახურებას (დერატიზაცია, დეზინსექცია, დეზინფექცია). Orkin-ის საერთაშორისო ქსელი 1901 წლიდან ოპერირებს და დღეს მსოფლიოს 80-მდე ქვეყანაშია წარმოდგენილი.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 2 დეკემბერი, 15:30 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 დარბაზი, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2025

 

ბანერები