საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დოკუმენტური ფილმის ჩვენება „სიცოცხლე წყვდიადში“

ღონისძიებები

11 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში ილიაუნის ზოოლოგიის ინსტიტუტის უხერხემლო ცხოველთა შემსწავლელი ჯგუფის ორგანიზებით გაიმართება დოკუმენტური ფილმის „სიცოცხლე წყვდიადში“ ჩვენება.

ფილმი ეხება საქართველოს მღვიმეების მობინადრე უხერხემლო ცხოველებს და მათ კვლევას თანამედროვე მეთოდებით.

ჩვენების შემდეგ გაიმართება დისკუსია.

ფილმი ნაჩვენები იქნება ქართული და ინგლისური სუბტიტრებით.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 11 ოქტომბერი, 18:00 - 18:40 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორია, გ. წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები