საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

დერმატოვენეროლოგიის რეზიდენტურის გასაუბრების შედეგად მიღებული კანდიდატები

ახალი ამბები

დერმატოვენეროლოგიის რეზიდენტურის გასაუბრების შედეგად მიღებული კანდიდატები (პერსონალური კოდებით):

  • 012 ;
  • 017;
  • 008;
  • 011;
  • 014.

ჩასარიცხ კანდიდატებთან ხელშეკრულება გაფორმდება 2023 წლის 25 და 26 ოქტომბერს H-118 ოთახში (მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი N3/5).

სარეზიდენტო პროგრამაზე ჩარიცხვის კანდიდატებმა ხელშეკრულების გაფორმებისას უნდა იქონიონ შემდეგი საბუთები:

ა) პირადობის მოწმობა ან პასპორტი (ორიგინალი და მისი ასლი);

ბ) ორი ფოტოსურათი 3x4-ზე;

გ) მედიცინის ერთსაფეხურიანი პროგრამით მიღებული ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი ან იმ შემთხვევაში, თუ დიპლომი ჯერ გაცემული არ არის, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებული უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი, ხოლო უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ (ორიგინალი);

დ) სხვა სარეზიდენტო პროგრამაზე გავლილი მოდულების ჩამონათვალი და დამადასტურებელი ცნობა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ორიგინალი (მხოლოდ ვაჟებისთვის);

ზ) იმ შემთხვევაში, თუ მაძიებლის ნაცვლად საბუთებს წარმოადგენს და ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.

შენიშვნა: აღნიშნული საბუთების წარმოდგენის გარეშე კანდიდატი ვერ გააფორმებს ხელშეკრულებას, რაც აუცილებელი წინაპირობაა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სარეზიდენტო პროგრამაზე ჩასარიცხად.

 2023

ბანერები