


,,დაბალსიხშირული გრავიტაციული ტალღები - ფანჯარა ადრეულ სამყაროში" - თინათინ კახნიაშვილის საჯარო მოხსენება
ღონისძიებები
7 ივლისს, 17:00 საათზე, E 207 აუდიტორიაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თინათინ კახნიაშვილი წაიკითხავს მოხსენებას ,,დაბალსიხშირული გრავიტაციული ტალღები - ფანჯარა ადრეულ სამყაროში".
28 ივნისს გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ გრავიტაციული ტალღების ობსერვატორიის (NANOGrav) მიერ პირველად დაფიქსირდა დაბალი სიხშირის გრავიტაციული ტალღები.
ეს არის ისტორიული აღმოჩენა, რომელიც 15-წლიანი ძიების შედეგია.
NANOGrav-ში გაერთიანებულია სამი რადიოობსერვატორია, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ადგილას არიან განთავსებული.
მეცნიერების აზრით, ეს გრავიტაციული ტალღები შეიძლება აღძრულიყო როგორც ზემასიური შავი ხვრელების დაჯახებით (რაც შეიძლება თან ახლდეს გალაქტიკების შერწყმას), ასევე ადრეულ სამყაროში მიმდინარე პროცესებით.
პირველად გრავიტაციული ტალღები აღმოჩენილ იქნა 2015 წელს ლაზერული ინტერფერომეტრის ობსერვატორიის LIGO-ს მიერ, თუმცა ახლად აღმოჩენილი ტალღები ბევრად უფრო დაბალსიხშირულია და მათი დაფიქსირება უფრო რთულია, გარდა ამისა, ეს არის გრავიტაციული ტალღების სტოქასტური ფონის სიგნალი.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 7 ივლისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E 207 აუდიტორია, ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5.
დასწრება თავისუფალია.
2023