საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ბოიანა ბოგოვიჩ მატიაშიჩის საჯარო ლექცია – „პრობიოტიკური და დამწყები კულტურების რეზისტომები, როგორც ანტიბიოტიკორეზისტენტობის გავრცელების პოტენციური რისკ-ფაქტორები“

ღონისძიებები

15 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის G106 აუდიტორიაში, ლუბლიანას უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის უფროსი მკვლევარი, რძის პროდუქტებისა და პრობიოტიკების ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ნუტრიციოლოგიის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკრობული ეკოლოგიის კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელი ბოიანა ბოგოვიჩ მატიაშიჩი წაიკითხავს საჯარო მოხსენებას თემაზე „პრობიოტიკური და დამწყები კულტურების რეზისტომები, როგორც ანტიბიოტიკორეზისტენტობის გავრცელების პოტენციური რისკ-ფაქტორები“.

მოხსენების შესახებ

პროფესორი წარმოგიდგენთ ახალდასრულებული პროექტის „პრობიოტიკური და სასტარტო კულტურების რეზისტომები, როგორც ანტიბიოტიკორეზისტენტობის გავრცელების პოტენციური რისკ-ფაქტორები“ შედეგებს.

ანტიმიკრობული საშუალებების ინტენსიურმა გამოყენებამ ადამიანის და ვეტერინარულ მედიცინაში ბოლო 50 წლის განმავლობაში გამოიწვია პათოგენური მიკროორგანიზმების ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობის პრობლემა და შეამცირა ინფექციების მკურნალობის ეფექტურობა, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გამოაცხადა ჯანმრთელობის ერთ-ერთ უდიდეს საფრთხედ. კვებით ჯაჭვში განზრახ შეყვანილი პრობიოტიკური ბაქტერიები, სასტარტო კულტურები და ბუნებრივად ფერმენტირებადი საკვები პროდუქტები, ასევე რეზისტენტობის რეზერვუარებად იქნა გამოვლენილი. მაგრამ ამ პროდუქტების რეალური რისკი რეზისტენტობის თვალსაზრისით ჯერ არ არის სათანადოდ შეფასებული.

წინამდებარე კვლევაში გამოყენებული იყო მიდგომა, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ, გენომურ და მეტაგენომურ კვლევას, რათა შეფასდეს სასტარტო და პრობიოტიკური კულტურების გაჯერება ანტიბიოტიკორეზისტენტული გენებით და აღმოჩენილი ანტიბიოტიკორეზისტენტული გენებების გადაცემის რისკი.

გარდა ამისა, გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტთან თანამშრომლობით (პროფესორი ნინა ჭანიშვილი, R&D დეპარტამენტის ხელმძღვანელი) მოხდა საქართველოში მაწვნის პროდუქტებიდან გამოყოფილი და ადრე დახასიათებული იზოლატების გამოკვლევა შედარებითი გენომიური ანალიზით და უსაფრთხოების კუთხით შეფასება.

მომხსენებლის შესახებ

ბოიანა ბოგოვიჩ მატიაშიჩი არის ლუბლიანას უნივერსიტეტის ბიოტექნოლოგიის ფაკულტეტის უფროსი მკვლევარი, რძის პროდუქტებისა და პრობიოტიკების ინსტიტუტის ხელმძღვანელი და ნუტრიციოლოგიის და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მიკრობული ეკოლოგიის კვლევითი პროგრამის ხელმძღვანელი. მისი ძირითადი ინტერესის საგანია რძემჟავა ბაქტერიების და მათი მეტაბოლიტების დახასიათება, პრობიოტიკების და მათი მეტაბოლიტების ფუნქციონირების შესწავლა, ნაწლავის მიკრობიოტის/მიკრობიომისა და რეზისტომების შესწავლა. იგი ხელმძღვანელობდა 6 ახალგაზრდა მკვლევარს, 5 სადოქტორო დისერტაციას და რამდენიმე სამაგისტრო ან საბაკალავრო დისერტაციას. ის კითხულობს ლექციებს ბიოტექნოლოგიის, სურსათის მეცნიერებისა და ნუტრიციოლოგიის მიმართულების მაგისტრებისთვის და ბიომეცნიერებების მიმართულების დოქტორანტებისთვის.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 15 დეკემბერს, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, G106 აუდიტორია, გ.წერეთლის ქ. N1

დასწრება თავისუფალია.

2022

ბანერები