საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

არაქნოლოგების პირველი კავკასიური რეგიონული კონფერენცია

ღონისძიებები

17 მარტს, კავკასიელი არაქნოლოგის, თამარ მხეიძის პირველი ნაშრომის გამოქვეყნებიდან 80 წლის შემდეგ, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოლოგიის ინსტიტუტისა და CaBOL პროექტის ეგიდით გაიმართება არაქნოლოგთა პირველი შეხვედრა კავკასიაში.

Сovid-პანდემიის გამო შეხვედრა Zoom-ის პლატფორმის საშუალებით ჩატარდება.

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი

შეხვედრის მიზანი

შეხვედრის მიზანია შეკრიბოს კავკასიის ეკორეგიონში ან მის მახლობლად მოღვაწე პროფესიონალი და მოყვარული არაქნოლოგები, ამ დარგის სტუდენტები და არაქნოლოგიით დაინტერესებული სხვა პირები. 2020 წლიდან მოყოლებული, როცა სომხეთსა და საქართველოში CaBOL პროექტის განხორიელება დაიწყო,  მონაწილეებს საშუალება აქვთ, ჩაერთონ საუბრებში, გააკეთონ პრეზენტაციები, ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება და იდეები გაუზიარონ, კვლევითი პროექტები წარუდგინონ, უკეთ გაიცნონ ერთმანეთი და ნაყოფიერი თანაშრომლობის გეგმები დასახონ ობობებისა და სხვა არაქნიდების შესასწავლად. მონაწილეები შეიტყობენ,  რა შესაძლებლობებს სთავაზობს CaBOL პროექტი გარე ექსპერტებს, მაგ., მათ მიერ შეგროვებული მასალის ბარკოდირება (COI სექვენირება), CaBOL პარტნიორების ასისტირება სახეობათა დადგენაში, მონაწილეობა სტუდენტურ გაცვლით პროგრამებსა და ტრენინგებში ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა: კლასიკური ზოოლოგიური/ბიომრავალფეროვნების კვლევის მეთოდები, მოლეკულური სისტემატიკა და კომპიუტერული ანალიზი, ბიომრავალფეროვნების მონაცემთა შენახვა.

შეხვედრებში მონაწილეობის მსურველთ, გთხოვთ, ჩაეწეროთ მონაწილეთა სიაში. განსაკუთრებით მივესალმებით სტუდენტებსა და დოქტორანტებს, რომელთაც შეუძლიათ მოხსენებით/პრეზენტაციით წარდგნენ შეხვედრებზე ან მოუსმინონ სხვა მონაწილეთა პრეზენტაციებს: https://bit.ly/3cziJ0Q

ყველას, ვისაც გსურთ გაგვაცნოთ თქვენი მიმდინარე კვლევა ან პროექტი, სამომავლო კვლევითი გეგმები ან ობობათა შემსწავლელი ჯგუფი, გთხოვთ, შტეფან ოტოსთან  ან იური მარუსიკსთან დაკავშირების შემდეგ დაგვიზუსტოთ შესაბამისი დეტალები.

შეხვედრებზე ასევე განვიხილავთ კავკასიის არაქნოლოგთა ასოციაციის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, რაც ხელს შეუწყობს კავკასიელი არაქნოლოგების საერთაშორისო თანამშრომლობას და  წინ წასწევს კავკასიის ეკორეგიონში არაქნიდების შესწავლას.

შეხვედრების შემდეგ შეიქმნება წარმოდგენილ მოხსენებათა აბსტრაქტების PDF ვერსია, რომელიც მონაწილეებს გაეგზავნებათ.

განრიგი

  • თარიღი: 17 მარტი, 2021
  • დაწყების დრო: 13:00 (ბერლინის დროით), CET // 16:00 (თბილისის, ერევნის, ბაქოს დროით)
  • სოციალური ნაწილის დაწყების დრო: დაახლ. 16:15 CET
  • დასრულების დრო: 17:00 (ბერლინის დროით), CET // 20:00 (თბილისის, ერევნის, ბაქოს დროით)

 მომხსენებლები და განსახილველი საკითხები

  • გახსნადავით თარხნიშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და  მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ეკოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი 
  • იოხენ მარტენსი – „მოგზაურობა კავკასიაში“ (15 წთ.)
  • იური მარუსიკი – „არაქნოლოგიის ისტორია კავკასიაში“ (15 წთ.)
  • ვიქტორ ფეტი – „მორიელები კავკასიაში: კვლევათა პროგრესი და პერსპექტივები“ (20 წთ.)
  • ნატალია სნეგოვაია და იოხენ მარტენსი – კავკასიური მთიბავების წინასწარი კვლევა (15 წთ.)
  • შესვენება – 15 წთ, 14:30-მდე CET
  • ვასილი კოლესნიკოვი – „არსებული ცოდნა კავკასიაში დადასტურებული ფსევდომორიელების შესახებ“ (15 წთ.)
  • შტეფან ოტო – „ბიოინფორმატიკა არაქნოლოგიაში: კავკასიური ობობების მონაცემთა ბაზა, როგორც კომპლექსური მულტიფუნქციური ინსტრუმენტი (15 წთ.)
  • ჰანს-იოახიმ კამერი – „ობობების ბარკოდირება კავკასიაში: CaBOL პროექტის პირველი შედეგები“(15 წთ.)
  • შესვენება 15 წთ-დან 15:45-მდე CET
  • ნუშიგ ზარიკიანი –„სომხეთში დადასტურებული Cheiracanthiidae Wagner, 1887-ის, Eresidae C. L. Koch, 1845-ის, Gnaphosidae Pocock, 1898-ისა და Pholcidae C. L. Koch, 1850-ის (Araneae) შესახებ“ (10 წთ.)
  • ევგენია პროპისცოვა – „ობობების ახალი სახეობები სომხეთში“ (5 წთ.)
  • მიგელ არნედო “Dysdera crocata-ს წარმოშობის არაკავკასიური მოდელები და მათი მონათესავე სახეობები?“ (15 წთ.)

საკონტაქტო ინფორმაცია:

ღონისძიებაზე დასწრების მსურველები დაუკავშირდით კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელს, შტეფან ოტოს მითითებულ ბმულზე: https://bit.ly/3cFWGWf ან ბმულზე მითითებულ საკონტაქტო ინფორმაციაზე დაყრდნობით: https://bit.ly/3rVjg3r 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები