2025-2026 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის სადოქტორო პროგრამებზე მისაღები ინგლისური ენის გამოცდის განრიგი
ახალი ამბები
დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, რომლებმაც წარმატებით გაიარეს რეგისტრაცია (გარდა იმ პირებისა, რომლებმაც წარმოადგინეს ენის ცოდნის დამადასტურებელი ვალიდური დოკუმენტი), ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნის დასადასტურებლად გამოცდა ინგლისურ ენაში ჩაუტარდებათ 27 ნოემბერს, 11:00 საათზე (E კორპუსი, აუდიტორია N325. მის.: ქ. ჩოლოყაშვილის ქ. N3/5)
გამოცდის განრიგი საიდენტიფიკაციო კოდების მითითებით იხილეთ აქ.
ინგლისური ენის გამოცდისა და შეფასების ნიმუში იხილეთ აქ.
სავალდებულოა გამოცდაზე იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც წარუდგენთ კომისიას. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის საფეხურზე სწავლის გაგრძელების მსურველი კანდიდატებისთვის გამოცდები გაიმართება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, ადგილზე (გამოცდაზე) დასწრებით.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ გამოცდები დისტანციურად არ გაიმართება!
ინგლისური ენის B2 დონის გამოცდის მინიმალური ბარიერია 51 ქულა. კანდიდატები, რომლებიც ვერ გადალახავენ აღნიშნულ ბარიერს, კარგავენ კონკურსში მონაწილეობის უფლებას.
მნიშვნელოვანია! ინგლისური ენის გამოცდაში მიღებული ქულა არ განსაზღვრავს დოქტორანტობის კანდიდატის ერთიან საბოლოო სარეიტინგო ქულას. პროგრამაზე მიღებისთვის კანდიდატის ერთიანი სარეიტინგო ქულა განისაზღვრება კვლევითი განაცხადისა და გამოცდის კომპონენტებში მიღებული სარეიტინგო ქულების ჯამით.
2025