


2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობა
ახალი ამბები
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი სხვა ფაკულტეტიდან/სკოლიდან საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტზე გადასვლის ან ამავე ფაკულტეტის ფარგლებში პროგრამის ცვლილების მსურველთათვის აცხადებს შიდა მობილობას ფაკულტეტის ქვემოთ მითითებულ პროგრამებზე:
საბაკალავრო საფეხური:
- დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
- ეკოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
- ფიზიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა);
- ბიოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა).
შიდა მობილობის შესახებ განცხადებების დაწერის ბოლო ვადად განისაზღვროს 2025 წლის 14 თებერვლის 18:00 საათის ჩათვლით.
სტუდენტთა მიერ შიდა მობილობის შესახებ განაცხადი უნდა გაკეთდეს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონულ სისტემა „არგუსის“ საშუალებით საბაკალავრო პროგრამებზე მობილობის წინაპირობები:
ა) 2020 2021 სასწავლო წლამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობის მსურველ პირებს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მეოთხე გამოცდად ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ ერთ-ერთი საგანი: ა) მათემატიკა; ბ) გეოგრაფია; გ) ფიზიკა; დ) ქიმია; ე) ბიოლოგია. ამ პირებმა უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან ზემოთ მითითებული გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ აღნიშნული წინაპირობა არ ეხება სტუდენტებს, რომელთაც ზოგადი მოდულის ფარგლებში წარმატებით აქვთ გავლილი შესავალი კურსი/კურსები ცოცხალი სამყაროს შემსწავლელი ან საინჟინრო ბლოკიდან; ან სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხულნი არიან კანონმდებლობით დადგენილი წესით ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე; ან ჩარიცხულნი არიან ქართულის, როგორც მეორე ენისა და ინტეგრაციის პროგრამაზე,
ბ) 2020-2021 სასწავლო წელს და შემდგომ წლებში ჩარიცხულ პირებს, რომელთაც სურთ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამებზე შიდა მობილობა, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის N19/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი გამოცდები“.
სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩარიცხვის ბრძანებაში მითითებულისგან განსხვავებული გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში, ფაკულტეტის მოთხოვნის საფუძველზე, უნდა წარმოადგინონ ცნობა გამოცდების ეროვნული ცენტრიდან მიმღებ პროგრამაზე საჭირო მესამე ან/და მეოთხე გამოცდის/გამოცდების წარმატებით ჩაბარების შესახებ გამოცდებში მიღებული ნედლი ქულის მითითებით.
ის სტუდენტები, რომლებიც სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაირიცხნენ კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, შიდა მობილობაში მონაწილეობას მიიღებენ კონკურსგარეშე და არ იქნებიან გათვალისწინებულნი ვაკანტური ადგილების რაოდენობაში.
შიდა მობილობის შესახებ განცხადებების განხილვისა და შესაბამისი დასკვნების სტუდენტთათვის გაცნობის და მათი მხრიდან დასკვნებზე ხელმოწერის ბოლო ვადად განისაზღვროს 2025 წლის 27 თებერვალი.
2025