საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ავთანდილ ოქროსცვარიძე

ავთანდილ ოქროსცვარიძე

ფაკულტეტი, მიმართულება, აკადემიური სტატუსი   საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი

პოზიცია   მოწვეული პროფესორი

ბიოგრაფია

1978 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მუშაობა დაიწყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისი კვლევის ობიექტს წარმოადგენდა კავკასიონის პლუტონური მაგმატიზმი და მეტალოგენეზისი. ამ თემაზე 1987 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, ხოლო 1995 წელს – სადოქტორო დისერტაცია. კავკასიონზე მუშაობის პერიოდში მან აღმოაჩინა ჰოკრილა-აჩაპარას ოქრო-ანთიმონიტიანი გამადნება. 2002-2006 წლებში იგი  იყო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის სამეცნიერო ნაწილში,  ხოლო 2006-2012 წლებში – სამთო კორპორაცია „ოქროს საწმისის“ მთავარი გეოლოგი. 

2012 წლიდან მუშაობას იწყებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტში. 2014 წლიდან  ამავე უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის ასოცირებულა პროფესორია, ხოლო 2022 წლიდან – მოწვეული პროფესორი.

აქტიურად მონაწილეობს რეგიონულ თუ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში. მაგალითად,  2008-2011 წლებში იყო კოორდინატორი საქართველოდან NATO-ს პროექტისა, რომელიც ეხებოდა  სამხრეთ კავკასიის ნავთობ-გაზსადენების გეოლოგიურ უსაფრთხოებას; 2012- 2016 წლებში – მონაწილე  საერთაშორისო პროექტისა „აბრეშუმის გზა-2“, რომლის თემა იყო „ირან/კავკასიისა და ტიბეტ/ჰიმალაების კოლიზიური ოროგენების შედარებითი ანალიზი“;2013-2018 წლებში – კოორდინატორი საქართველოდან UNESCO-IUGS-ს N610 პროექტისა, რომლის თემა იყო ხმელთაშუა ზღვის რეგიონის ცვლილებები მეოთხეულში.

ამჟამადაც აქტიურად მონაწილეობს არაერთ რეგიონულ თუ საერთაშორისო სამეცნიერო პროექტში, მათ შორის აღსანიშნავია რუსთველის სამეცნიერო ფონდის პროექტი „საქართველოში მნიშვნელოვანი გეომემკვიდრეობის კვლევა იუნესკოს გეოპარკების გლობალურ ქსელში ჩართვის მიზნით“. ავტორია 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის 9 წიგნის.

2008 წელს მონოგრაფიისათვის „კავკასიონის ჰერცინული პლუტონური მაგმატიზმი“ მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჯანელიძის პრემია, ხოლო 2021 წელს წიგნისათვის „საქართველოს გეოტურისტული პოტენციალი“ – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის  თვალჭრელიძის პრემია.

 სამეცნიერო ინტერესის სფეროები

  • მანტიურ-ქერქული ურთიერთმოქმედება და კონტინენტური ქერქის ევოლუცია;
  • ოროგენული სისტემების მაგმატიზმი და მეტალოგენეზისი;
  • მანტიური პლიუმები და კოლიზიური ვულკანიზმი;   
  • უნიკალური გეომემკვიდრეობის კვლევა და დაცვა.

დამატებითი ინფორმაცია იხ. ბმულზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა


მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები