საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ალექსანდრე ნერსესიანი

ალექსანდრე ნერსესიანი

ფაკულტეტი – საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და მედიცინის ფაკულტეტი

მიმართულება, აკადემიური სტატუსი  თეორიული ფიზიკა, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნამდვილი წევრი (აკადემიკოსი)

პოზიცია: მოწვეული პროფესორი

ბიოგრაფია

1965 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1965 წელს; 1969 წელს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტურა. 1969-1973 წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1973-2008 წწ. ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი, უფროსი და წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1994 წწ. მოწვეული პროფესორი Chalmers University of Technology-ში ; 1995-1996 წწ. უფროსი მოწვეული თანამშრომელი ოქსფორდის უნივერსიტეტში (დიდი ბრიტანეთი); 1997-1998 წწ. ბონის უნივერსიტეტის ფიზიკის ინსტიტუტის (გერმანია) მოწვეული პროფესორი; 1998-2019 წწ. აბდუს სალამის სახელობის თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის ასოცირებული მკვლევარი; 2008 წლიდან ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2018 წლიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული პროფესორი; ე. ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი.

სამეცნიერო ინტერესის სფეროები / კვლევითი ინტერესები

თეორიული ფიზიკა; დაბალგანზომილებიანი კონდენსირებული სისტემების უნივერსალური თვისებები; კვანტური მაგნიტური მოვლენების თეორია; მყარი სხეულების კონდენსირებულ გარემოთა თეორიის ტოპოლოგიური ასპექტები, კვანტური კრიტიკული მოვლენები. სპინური ჯაჭვები და კიბეები; ნახშირბადის ნანომილები, კვანტური მავთულები. 2017 წელს მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით მიღებული აქვს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სიგელი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი (1969), ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1971).

დამატებითი ინფორმაცია იხ. ბმულზე.

საკონტაქტო ინფორმაცია

ელ.ფოსტა - alexander_nersesyan@iliauni.edu.ge

 

მიმაგრებული დოკუმენტები

ბანერები