


ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია
ახალი ამბები
26 ივნისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართა სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ ყოველწლიური სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, 2015 წლის 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული, ივლიტა ჯიბუტის ხსოვნას.
კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ სტუდენტები და კურსდამთავრებულები. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ილიაუნის პროფესორები, პროგრამის კურსდამთავრებულები და მომიჯნავე პროგრამების სტუდენტები.
კონფერენციას დაესწრო და ივლიტა ჯიბუტის სახელობის საქველმოქმედო ფონდის სახელით მონაწილეები დააჯილდოვა მამა გიორგი ჯიბუტმა. მან ასევე ერთწლიანი სტიპენდიით დააჯილდოვა მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტი ნანო მოსიძე, რომელსაც უმაღლესი ქულები ჰქონდა ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც.
2024
გალერეა