


ყაზბეგის პირველი საერთაშორისო სადოქტორო სკოლა ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში
ახალი ამბები
3-8 სექტემბერს მოეწყო ყაზბეგის პირველი საერთაშორისო სადოქტორო სკოლა ეთიკასა და პოლიტიკის ფილოსოფიაში.
სკოლას უმასპინძლა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტმა და უმაღლესი კვლევების ცენტრმა. თანაორგანიზატორი იყო ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ლუვენ-ლა-ნოვი) ჰუვერის კათედრა.
სკოლაში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად მონაწილეობდნენ ევროპისა და აშშ-ის უნივერსიტეტების დოქტორანტები, პოსტდოქტორანტები და ახალგაზრდა მკვლევრები.
სკოლის მიმდინარეობისას ლექციები წაიკითხეს და სემინარები გამართეს პროფესორებმა – ანკა გაუსმა (ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი), აქსელ გოსრიმ (ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის პროფესორი. ) კირან ობერმანმა (ლონდონის ეკონომიკის სკოლის ასოცირებული პროფესორი) და კატრიონა მაკინონმა (ექსეტერის უნივერსიტეტი) ლექციები ეხებოდა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ეთიკურ და პოლიტიკურ პრობლემებს, თაობათაშორისი სამართლიანობის, მიგრაციის ეთიკის, გენდერული სამართლიანობის, თავისუფლების სხვადასხვა კონცეფციასა და ა. შ.
სკოლის ორგანიზატორები იყვნენ აქსელ გოსრი, თამარ ცხადაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი) და თამაზ თოხაძე (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ- პროფესორი ).
2023
გალერეა