მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

„ხელობათა დაღმასვლისა და აღორძინების ნარატივები სამხრეთ კავკასიაში 1900-1930 წლებში“ – ისტორიკოს სოჰი რიუკის ონლაინმოხსენება

ღონისძიებები

19 აპრილს, 19:00 საათზე, სოციალური და კულტურის კვლევების ინსტიტუტის რეგულარული კოლოკვიუმის ფარგლებში ისტორიკოსი სოჰი რიუკი წაიკითხავს ონლაინმოხსენებას „ხელობათა დაღმასვლისა და აღორძინების ნარატივები სამხრეთ კავკასიაში 1900-1930 წლებში“.

მოხსენების შესახებ

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს სამხრეთ კავკასიაში მზარდი ინტერესი შეინიშნებოდა ადგილობრივ ხელობათა დოკუმენტირებისა და გაგების მიმართ. შინამრეწველობა აღიქმებოდა, როგორც ადგილობრივი ეკონომიკის ნაწილი, რომელიც მოსახლეობას საარსებო საშუალებათა გამომუშავებაში? ეხმარებოდა. თუმცა ოფიციალური ნარატივები ისეთი ხელობის შესახებ, როგორიც ხალიჩების ქსოვაა, არასახარბიელო სურათს ხატავდა. დაღმასვლის ნარატივი საბჭოთა პერიოდის დასაწყისშიც დაბრუნდა, როცა ხალიჩა მყარი ვალუტის მოპოვების წყარო გამოდგა. მომხსენებელი შეეხება, როგორ იქმნებოდა ხელობის დაღმავლისა და აღორძინების ეს ნარატივები და რა გავლენას ახდენდა გადაწყვეტილებებზე, მხარი დაეჭირათ თუ არა ხალიჩების ქსოვის მრეწველობისთვის, ყურადღებას გაამახვილებს მრეწველობისა და ვაჭრობის ქსელებზე სამხრეთ კავკასიაში და მის მიღმა.

მომხსენებლის შესახებ

სოჰი რიუკი კოლუმბიის უნივერსიტეტის დოქტორანტია ისტორიის მიმართულებით და XX საუკუნის ევრაზიისა და საბჭოთა კავშირის ისტორიკოსი. დისერტაციაში, რომლის სამუშაო სათაურია „აღმოსავლური ხალიჩების ჩაქსოვა საბჭოთა კავშირში: ხელობა და ხალხური ხელოვნება ეროვნებების, საქონლისა და შრომის გადაკვეთაზე, 1890-1986 წლებში“, იგი ცდილობს, კავკასიური და შუააზიური ხალიჩების ანალიზით მოიხელთოს საბჭოთა კავშირში შრომის ორგანიზებასა და საქონლის წარმოებაში მიმდინარე ცვლილებები.

რეგისტრაციისთვის გადადით ბმულზე.

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 19 აპრილი, 19:00 საათი

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები