ვორკშოპი „აკადემიური წერა და პუბლიკაცია პოსტპლაგიატის ეპოქაში“
ღონისძიებები
25 მაისს, 11:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში ილიაუნის დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ინსტიტუტის ასისტენტ-მკვლევარი, დოქტორი ტატიანა სიჭინავა და სანქტ-გალენის უნივერსიტეტის პრივატდოცენტი ელენა დენისოვა-შმიდტი დოქტორის ხარისხის მქონე ახალგაზრდა მკვლევრებისა და დოქტორანტებისთვის გამართავენ ვორკშოპს „აკადემიური წერა და პუბლიკაცია პოსტპლაგიატის ეპოქაში“.
შეხვედრის მთავარი თემებია აკადემიური კეთილსინდისიერება, ხელოვნური ინტელექტის (AI) გამოყენება კვლევაში და ის ტრანსფორმაციები, რომლებიც ციფრულმა ტექნოლოგიებმა აკადემიურ პრაქტიკაში შეიტანა. მონაწილეები გაეცნობიან, როგორ გამოიყენონ AI ინსტრუმენტები პასუხისმგებლიანად, როგორ აირიდონ არაკეთილსინდისიერება და მოერგონ სამეცნიერო ჟურნალების ახალ მოთხოვნებს.
ინტერაქტიული სესიებისა და რეალური მაგალითების მეშვეობით მონაწილეები გაეცნობიან პრაქტიკულ სტრატეგიებს კვლევის ხარისხის შესანარჩუნებლად და საერთაშორისო სამეცნიერო პლატფორმებზე პუბლიკაციების მოსამზადებლად.
ვორკშოპი გაიმართება პროექტის „აკადემიური დარღვევებისა და აკადემიური ეთიკის გამოწვევების გადაჭრა საქართველოში“ ფარგლებში სანქტ-გალენის უნივერსიტეტის (შვეიცარია) ევროპის მმართველობისა და კულტურის ცენტრის (GCE-HSG) მხარდაჭერით.
მონაწილეები შეირჩევიან განაცხადის საფუძველზე: https://bit.ly/4skst4A
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 30 აპრილი
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 25 მაისი, 11:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა, S507 აუდიტორია, გ. წერეთლის გასასვლელი N1-3
2026