მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ურთიერთთანამშრომლობის გაძლიერება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს შორის

ღონისძიებები

22 დეკემბერს, 13:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S507 აუდიტორიაში სოციალური მუშაობის სამაგისტრო პროგრამასა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდადებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი პირები, სოციალური მუშაკების პროფესიული ზედამხედველები, სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები სტუდენტებს გაუზიარებენ სამუშაო სპეციფიკას, თავიანთ გამოცდილებასა და თანამშრომელთათვის არსებულ ბენეფიტებს.

სტუდენტები ასევე დეტალურად გაეცნობიან იმ მხარდამჭერ პროგრამებს, პროექტებსა და აქტივობებს, რომლებიც პატიმართა რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციას ისახავს მიზნად და პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობს.

ამასთან, პენიტენციური სამსახური სტუდენტებს სტაჟირებისა და პრაქტიკის გავლის შესაძლებლობას აძლევს. შესაბამისად, შეხვედრაზე სტუდენტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ანაზღაურებად სტაჟირებაზეც.

სამუშაო ენა: ქართული

დრო: 22 დეკემბერი, 13:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა (S507) - გ. წერეთლის ქუჩა N3

დასწრება თავისუფალია

2023 წელი

 

ბანერები