„თემთა მრავალფეროვნება იმპერიულ სივრცეებში და მათი ნაცნობი და უცნობი ისტორიები: მეხსიერება და თვითორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ოსმალურ იმპერიათა ურბანულ ცენტრებში“ სემინარი
ღონისძიებები
12-13 სექტემბერს, 9:00 საათზე, მაქს ვებერის ფონდისა და სტამბოლის ორიენტინსტიტუტის ორგანიზებით და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ილიაუნის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში გაიმართება სემინარი „თემთა მრავალფეროვნება იმპერიულ სივრცეებში და მათი ნაცნობი და უცნობი ისტორიები: მეხსიერება და თვითორგანიზაცია აღმოსავლეთ ევროპისა და ოსმალურ იმპერიათა ურბანულ ცენტრებში“.
სემინარი ეძღვნება იმპერიულ სივრცეებში უმცირესობად ჩამოყალიბებული ურბანული თემების ყოველდღიურ ცხოვრებას, მათ ისტორიასა და მემკვიდრეობას. ღონისძიების მონაწილე ისტორიკოსები და ანთროპოლოგები ისაუბრებენ ავსტრია-უნგრეთის, რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიათა ქალაქებში ეთნიკურ და რელიგიურ თემთა მრავალფეროვანი გამოცდილების შესახებ.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა დასახელებულ თემთა მიერ ურბანული ფუნქციონირებისთვის შექმნილი სტრუქტურული ერთეულების ისტორიას, მათ ეთნიკურ და რელიგიურ ინფრასტრუქტურას, სავაჭრო ფორმებსა და მათ რეპრეზენტაციას კერძო მეხსიერებაში.
ზოგიერთი პრეზენტაცია შეეხება იმ თემთა ისტორიას, რომლებიც დღეს აღარ არსებობენ, თუმცა თავის დროზე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ურბანულ ცხოვრებაში, მათი კულტურული, მხატვრული და არქიტექტურული მემკვიდრეობა კი დღემდე ფასობს და კონცეპტუალურ ინტერპრეტაციას პოვებს თანამედროვე მემკვიდრეებსა თუ გარე დამკვირვებლებში.
იხილეთ დღის წესრიგი ბმულზე.
სამუშაო ენა: ინგლისური
დრო: 12-13 სექტემბერი, 9:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, (S507) ავსტრიული ბიბლიოთეკა, გიორგი წერეთლის ქუჩა N3
დასწრება თავისუფალია.
2024