


“თავისუფალი მეცნიერებების” საბაკალავრო პროგრამა
"თავისუფალი მეცნიერებების" საბაკალავრო პროგრამა არის პირველი და სრულიად ახალი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში, რომელიც ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხორციელდება. აღნიშნული პროგრამა მიჩიგანისა და ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთო პროექტია, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია "AGILE" (ამერიკულ - ქართული ინიციატივა ლიბერალური განათლებისთვის) ახორციელებს. ორგანიზაციას სათავეში უდგას ჰადსონის სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტის პროფესორი - ბატონი ჩარლზ ფერბენქსი. უკვე მეორე წლია ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ თავისუფალი მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა როგორც ძირითად, ასევე მეორად პროფესიად.
სხვა კურსებთან ერთად, პროგრამის ფარგლებში შედის "დიადი ფილმები" და "XIX საუკუნის ნოველა" პროფესორ მანანა ანასაშვილის ხელმძღვანელობით. პროგრამაში შემავალი ყველა ლექციის მსგავსად, აღნიშნული ლექციის მსვლელობაც დაფუძვნებულია დისკუსიაზე. სტუდენტები კითხულობენ საკითხავ მასალას, უყურებენ ფილმებს და განიხილავენ, მართავენ დისკუსიებს და ქმნიან ეფექტურ პრეზენტაციებს.
იმის გამო, რომ ხშირად სალექციო დრო საშუალებას არ იძლევა ამოწურო მნიშვნელოვანი საკითხები, პროფესორ მანანა ანასაშვილის ინსპირირებით სტუდენტებმა შექმნეს ინტერნეტ-დისკუსიების გვერდი ორივე კურსის სტუდენტებისთვის.
http://www.facebook.com/home.php?#/group.php?gid=71121962418&ref=mf
http://www.facebook.com/group.php?gid=71121962418&ref=mf#/group.php?gid=68921828725
ყოველ კვირას ქალბატონი მანანა ხსნის ახალ სადისკუსიო თემას და სტუდენტებს ეძლევათ საშუალება არგუმენტირებულად გამოხატონ მოსაზრებები, მაშინაც კი, როცა ლექციაზე არ იმყოფებიან. ასევე აღნიშნულ საიტზე შეგიძლიათ იხილოთ სხვადასხვა საინტერესო ბმულები და ფოტოები.
დამოუკიდებლად ფიქრის, პრობლემატური საკითხების დამოუკიდებლად გადაჭრის, მოვლენების ანალიზისა და ორატორული უნარის გამომუშავების გარდა კურსი მიზნად ისახავს სტუდენტების აქტივობის ზრდას კულტურულ ღონისძიებებში.
პროფესორ მანანა ანასაშვილის იდეის საფუძველზე დაიბადა შემოქმედებითი გართობის იდეა, რომელიც 12 მაისს "GREMO" -ს დაჯილდოების სახით წარდგა ფართო საზოგადოების წინაშე. სტუდენტები ნომინირებულნი იყვნენ მათსავე წარმოდგენილი ნომრის მიხედვით (ცეკვა, სიმღერა, ეტიუდი ფილმიდან), რომლებიც უკავშირდებოდა კურსში განვლილ მასალას. სამი კვირის დაუღალავი შრომისა და რეპეტიციების შემდგომ გაიმართა დაჯილდოების საღამო, რომელმაც სიურპრიზებით ჩაიარა. აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით სტუდენტებმა გამოსცეს სპეციალური ინგლისურენოვანი ჟურნალი, რომელიც მიეძღვნა ამ კონკრეტულ დღეს.
აღნიშნული კურსი აქტიურადაა ჩართული სხვა ღონისძიებებშიც.
უახლოეს მომავალში გაიმართება ორი სასამართლო პროცესი: ერთხელ ამერიკაში და მადამ ბოვარი. სტუდენტები გაასამართლებენ ზემოთ ხსენებული ფილმისა და რომანის გმირებს. გარდა ამისა, იმავე სტუდენტების მონაწილეობით გაიმართება პოეზიის საღამო, ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურულ კაფე "LIGAMUS" -ში.