მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

ტატიანა დენისოვას მოხსენება „ზღვაოსნობა და ნავიგაცია XVI-XIX საუკუნეების მალაურ ისტორიოგრაფიაში“

ღონისძიებები

23 თებერვალს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის S კორპუსის 201/202 სხდომათა დარბაზში გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მუდმივმოქმედი სემინარის ფარგლებში ინსტიტუტის მოწვეული სპეციალისტი ტატიანა დენისოვა წაიკითხავს მოხსენებას „ზღვაოსნობა და ნავიგაცია XVI-XIX საუკუნეების მალაურ ისტორიოგრაფიაში“.

მოხსენების ანოტაცია

მალაის არქიპელაგის გეოგრაფიულ მდებარეობას – ორი ძირითადი საზღვაო მარშრუტის კონვერგენციის წერტილში – არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა მის განვითარებაში. არქიპელაგი დაკავშირებული იყო ინდოეთისა და ჩინეთის დიდ ბაზრებთან.

მალაების ჩართვა გლობალურ სავაჭრო სისტემაში შეუძლებელი იქნებოდა ნაოსნობის, ზღვაოსნობისა და გემთმშენებლობის კარგად განვითარებული ტრადიციის გარეშე.

მალაი-ინდონეზიის არქიპელაგში ისლამის გავრცელებამ ფუნდამენტური ცვლილებები მოუტანა მალაურ საზოგადოებას, რამაც გავლენა მოახდინა არა მხოლოდ რელიგიურ ტრადიციაზე, არამედ რადიკალურად შეცვალა ეკონომიკა და პოლიტიკური ცხოვრება. ერთ-ერთი ახალი ასპექტია კულტურული და ეკონომიკური საქმიანობის ძირითადი ვექტორის გადანაცვლება ძირძველი პარადიგმებიდან ისლამური ცივილიზაციის ახალ საერთაშორისო ცენტრებზე, თავისუფალი ვაჭრობის განვითარებაზე, ურბანიზაციაზე, ზღვაოსნობისა და გემთმშენებლობის გააქტიურებაზე.

მალაის ისლამურ ისტორიულ ტექსტებში შესაძლებელია მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძებნა ზღვაოსნობის, გემებისა და ნავიგაციის შესახებ. ზღვაოსნობისა და ნაოსნობის შესახებ ინფორმაცია მოიცავს ტოპონიმებს, გეოგრაფიული ობიექტების, ამინდისა და ბუნების ფენომენების (ქარები, მუსონები, წყალქვეშა დინებები, შტორმები, ტაიფუნები და ა.შ.) აღწერილობას, ცნობებს მარშრუტებსა და მგზავრობის დროებზე, მოხსენებებს გემების, მოგზაურებისა და ნავიგატორების შესახებ, ზღვაოსნობასა და ნავიგაციასთან დაკავშირებულ მითითებებს ცოდნის სპეციალურ სფეროებზე,ისტორიებს მოგზაურობის დროს მომხდარ ეპიზოდებზე, ინციდენტებსა და სხვა მოვლენებზე.

ძველი მალაური ტექსტების ამ უხვი ინფორმაციის ანალიზი აჩვენებს, როგორ აისახა მალაურ ისტორიოგრაფიაში ზღვაოსნობისა და ნავიგაციის განვითარება მე-13-დან მე-19 საუკუნემდე, ასევე ადასტურებს, რომ ზღვაოსნობა და საზღვაო გადაზიდვები მალაის ტრადიციის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ადრეული დროიდან დღემდე. ეს შეიძლება იმაზეც მიუთითებდეს, რომ ნაოსნობა და ნავიგაცია მალაურ სამყაროში უაღრესად მნიშვნელოვანი პრაქტიკა იყო მსოფლიოს ნებისმიერი დიდი ცივილიზაციისთვის.

მომხსენებლის შესახებ

დოქტორი ტატიანა დენისოვა მალაიზიის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ისლამის, მეცნიერებისა და ცივილიზაციის ცენტრის პროფესორი და გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მოწვეული სპეციალისტია. მისი კვლევითი ინტერესებია: აღმოსავლური ისტორიოგრაფია, პირველადი წყაროების შესწავლა, მალაური სამყაროს ისტორია, ისლამის ისტორია რუსეთსა და კავკასიაში. არაერთი პუბლიკაციის ავტორია ამ საკითხებზე. მათ შორის შეიძლება დასახელდეს Reflection of Malay Islamic Historiography (2017); Collection of Lingga Shari’a Court’s documents (beginning XX c.): the structure of the collection and research methodology (2018); Orientation, Navigation and Seafaring in Malay Islamic Historiography from 14th to 19th centuries (2020). 2023 წელს მისი რედაქტორობით და წინასიტყვაობით გამოიცა ნაშრომი Elena Davidovitch, Numismatica Transoxiana. From 9th to 13th century.

ფორმატი: ჰიბრიდული

ზუმის პლატფორმით ჩაერთვებიან ისრაელის ბარ ილანის უნივერსიტეტის თანამშრომლები და სტუდენტები.

ზუმის ლინკი: https://bit.ly/3Z6Tb1v

სამუშაო ენა: ინგლისური

დრო: 23 თებერვალი, 16:00 საათი

ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, S კორპუსის 201/202 სხდომათა დარბაზი, გ. წერეთლის ქუჩა N1

დასწრება თავისუფალია.

2023 წელი

ბანერები