მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სტუდენტური ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია

ღონისძიებები

26 ივნისს, 10:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ ჩატარდება სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები“ სტუდენტური სამეცნიერო ყოველწლიური კონფერენცია. კონფერენცია ეძღვნება ჩვენი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულის, 2015 წლის 13 ივნისს ტრაგიკულად დაღუპული ივლიტა ჯიბუტის ხსოვნას.

კონფერენციაზე მოხსენებით გამოვლენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „შუა საუკუნეების კვლევები’’ სტუდენტები.

კონფერენციაზე დასასწრებად გთხოვთ, შეავსოთ მოკლე სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/avvaSrtZxTXuuEsSA

დრო: 26 ივნისი, 10:00 საათი

ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“ (ი. ჭავჭავაძის  გამზ. N32), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

დასწრება თავისუფალია.

 2024

ბანერები