


სტუდენტთა სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს სტუდენტთა სტაჟირებას
სტაჟიორის ფუნქციები:
ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება, სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციები, სასწავლო პროცესის მონიტორინგი, სტუდენტების პირადი საქმის ორგანიზება, დიპლომის დანართების სკანირება, აკინძვა და კანცელარიაში დამოწმება.
სტაჟირების პირობები:
-
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტებს;
-
ვაკანტური ადგილები –14;
-
სტაჟირების ვადა – 2020 წლის6 მარტიდან 2020 წლის 3 ივლისის ჩათვლით.
-
სტაჟიორები შეირჩევიან წარმოდგენილი რეზიუმეების (CV) განხილვისა და გასაუბრების საფუძველზე;
-
სტაჟირება არაანაზღაურებადია.
სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, რეზიუმეები (CV) გამოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2020 წლის 28 თებერვალი.
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ – „სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში“.