


სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს სტაჟირებას 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად ჩარიცხულ აბიტურიენტთა/მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესში მონაწილეობის მისაღებად.
სტაჟირების პირობები:
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა: 10;
- სტაჟირების ვადა: 2016 წლის 10 აგვისტო - 10 ოქტომბერი;
- გაიცემა სერტიფიკატი;
- სტაჟირება არაანაზღაურებადია.
სტაჟიორის ფუნქციები:
2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგად ჩარიცხულ ბაკალავრთა და მაგისტრანტობის კანდიდატთა სარეგისტრაციო პროცესში მონაწილეობა, კერძოდ: სარეგისტრაციო ბაზაში მონაცემების შეყვანა; ხელშეკრულების გაფორმების პროცესში ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება; საინფორმაციო შეხვედრებისას სტუდენტთა დახმარება; სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო ხასიათის კონსულტაციების გაწევა.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სწავლების საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურების სტუდენტებს, ასევე, 2015-2016 სასწავლო წლის კურსდამთავრებულებს.
გთხოვთ, CV და სამოტივაციო წერილი გადმოაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 2016 წლის 31 ივლისი.