
ღონისძიებები
20 მარტი, 2025

ღონისძიებები
11 მარტი, 2025

ღონისძიებები
28 მარტი, 2025
სტაჟირება მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაციაში
ვაკანსიები სტუდენტებისთვის
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის ადმინისტრაცია აცხადებს სტუდენტთა სტაჟირებას.
სტაჟიორის ფუნქციები:
ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომელთა ასისტირება, სატელეფონო და ზეპირი საინფორმაციო კონსულტაციის გაწევა.
სტაჟირების პირობები:
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სწავლების საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებს;
- ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 5;
- სტაჟირების ვადა - 2016 წლის 1-ლი ივლისიდან 31 ივლისის ჩათვლით;
- სტაჟიორთა შერჩევა მოხდება წარმოდგენილი საბუთების (CV და სამოტივაციო წერილი) განხილვის და გასაუბრების საფუძველზე;
- სტაჟირება არაანაზღაურებადია;
- სტაჟირების დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიფიკატი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ქვემოთ მოცემული საბუთები გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge
1. CV
2. სამოტივაციო წერილი (არაუმეტეს 350 სიტყვისა)
საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2016 წლის 24 ივნისი.
გასაუბრება შერჩეულ კანდიდატებთან გაიმართება 2016 წლის 29 ივნისს.