


სოციოლოგიის კვირეული
ღონისძიებები
5-8 ივნისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ გაიმართება სოციოლოგიის კვირეული. შესაძლებლობა გექნებათ, მოისმინოთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციოლოგიის პროგრამის პროფესორთა მოხსენებები და მათთან ერთად იმსჯელოთ თანამედროვე საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე ისეთ პრობლემებზე, როგორებიცაა: ქალაქის ტრანსფორმაცია, პანდემია და შიში, საკვები და ძალაუფლება, სუროგაცია, გენდერი და მემკვიდრეობის განაწილება, თანამედროვე სკოლა და განათლება, საჯარო სფეროს კოლონიალიზაცია, საბჭოთა მითები და დეზინფორმაცია, მემარჯვენე პოპულიზმი და სხვ.
კვირეული გაიხსნება 5 ივნისს, 17:00 საათზე.
იხ. პროგრამა აქ: https://shorturl.at/fsBQ0
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 5 ივნისი, 17:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი“, ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2023