მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სოციალური მუშაობის პროფესორისა და დოქტორანტების სტატია მაღალ რეიტინგულ ჟურნალში “Frontiers in Psychology"

ახალი ამბები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალური მუშაობის პროფესორის, შორენა საძაგლიშვილის და მისი დოქტორანტების, ქეთევან გიგინეიშვილისა და ქეთევან ლეკიშვილის თანაავტორობით შესრულებული სტატია "Improved professional practices in social services though Emotional Labor strategies" Web of Science-ში ინდექსირებულ, მაღალი იმპაქტ-ფაქტორის (IF=4.23) მქონე სამეცნიერო ჟურნალში "Frontiers in Psychology" გამოქვეყნდა.

სტატია ეხება პრაქტიკოსი სოციალური მუშაკების ემოციური შრომის ზეგავლენის შესწავლას მათ ემოციურ გადაწვაზე და პიროვნულ თვითრეალიზებაზე. შერეული კვლევა ჩატარდა 2022 წელს საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციასთან მჭიდრო თანამშრომლობით (შორენა საძაგლიშვილი 2017 წლიდან დღემდე არის საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის თავმჯდომარე, ხოლო ქეთევან გიგინეიშვილი კი - ასოციაციის დირექტორი). პირველ ეტაპზე თვისებრივი კვლევა ჩატარდა 70 პროფესიონალის მონაწილეობით, ხოლო მეორე ეტაპზე რაოდენობრივი კითხვარის გამოყენებით გამოიკითხა 165 პრაქტიკოსი, რომლებიც არიან საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წევრები. კვლევის შედეგები მიუთითებს, რომ პრაქტიკოსის ემოციური სტრატეგიების შერჩევით სამუშაოს შესრულების პროცესში შესაძლებელია ინდივიდუალურ და ორგანიზაციულ დონეზე უკეთესი მომსახურებების შეთავაზება ბენეფიციარებისთვის/ მომსახურების მიმღებებისთვის.

სტატია იხილეთ ბმულზე: https://shorturl.at/kyHZ6

2023

ბანერები