


სოციალური მუშაობის პოპულარიზაციის დღე – საინფორმაციო შეხვედრა
ღონისძიებები
23 ივნისს, 12:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის მხარდაჭერით გაიმართება საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრა „სოციალური მუშაობის პოპულარიზაციის დღე“ სოციალური მუშაობის პროფესიის პოპულარიზაციისთვის და მის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად.
ღონისძიებას დაესწრებიან სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
საუნივერსიტეტიო საზოგადოებასა და სხვა სტუმრებს გადაეცემათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობის წიგნები სოციალური მუშაობის შესახებ, ნაჩვენები იქნება სოციალური მუშაობის პროფესიის პოპულარიზაციისთვის შექმნილი ვიდეოები.
დასასრულს გაიმართება დისკუსია დღეს არსებულ გამოწვევათა დაძლევის გზებზე.
სამუშაო ენა: ქართული
დრო: 23 ივნისი, 12:00 საათი
ადგილმდებარეობა: წიგნის სახლი „ლიგამუსი", ი. ჭავჭავაძის გამზ. N32
დასწრება თავისუფალია.
2023