მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სიახლეები

სლოვაკეთის რესპუბლიკის სამთავრობო სტიპენდიები 2024-2025 აკადემიური წლისთვის

სტიპენდიები და გაცვლითი პროგრამები

სლოვაკეთის რესპუბლიკამ გამოყო ორი სამთავრობო სტიპენდია 2024-2025 აკადემიური წლისთვის.

სტიპენდიები განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ქართველი სტუდენტებისთვის.

სტიპენდიის მოსაპოვებლად განაცხადები მიიღება 25 მარტიდან 2024 წლის 30 მაისამდე.

პროგრამაში მონაწილეობის ერთ-ერთი პირობაა სლოვაკური ენის ცოდნა. დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ დაესწრონ უფასო ენის კურსებს 2024 წლის 2 სექტემბრიდან 2025 წლის 30 ივნისის ჩათვლით.

პროგრამით დაინტერესების შემთხვევაში დეტალური ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია თანდართულ ფაილსა და ბმულებზე.

2024

ბანერები